მარნეულში ტაძრამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 400 000 ლარია გათვალისწინებული

მარნეულში წმინდა გიორგის სახელობის ტაძრამდე მისასვლელი გზა ცუდ მდგომარეობაშია, შეიძლება ითქვას რომ ავტომობილით ასვლა იქ ფაქტობრივად შეუძლებელია, რასაც ცუდ ამინდებში ატალახებული გზის პრობლემაც ემატება. მრევლისთვის არსებული გზის პრობლემა წლებია არსებობს.
მარნეულის მერია აღნიშნული პრობლემის მოგვარებას გეგმავს.
რადიო „მარნეული“კომენტარის ჩაწერას მარნეულის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსთან შეეცადა, თუმცა მან საკითხის შესათანხმებლად მერიის პიარში გადაგვამისამათა. მათ კი წერილობითი პასუხი გაგვცეს.
მარნეულის წმინდა გიორგის ტაძრამდე მისავლელი გზის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივ ბიუჯეტში 400 000 ლარია გათვალისწინებული.
პირველ ეტაპზე დაგეგმილია რეაბილიტაციის პროექტის შედგენა და შემდგომ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე ტენდერის გამოცხადება.
გზის მოცულობა დაახლოებით 700- 800 მეტრამდეა, რომელიც რეაბილიტაციის ფარგლებში დაიფარება ბეტონის საფარით.
აღნიშნული პროექტი არსებული პროცედურების გავლის შემდეგ დაიწყება , თუმცა კონკრეტულად როდის, ცნობილი არ არის.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments