მოსახლეობისგან განსხვავებით მერი ნარკოპოლიტიკაზე არ საუბრობს

15442160_1787796181470428_822059720368102226_n

საქართველოში არსებული ნარკოპოლიტიკა ქვეყნის დედაქალაქში დღეს, 25 იანვარს, გააპროტესტეს. აქციის ორგანიზატორი „თეთრი ხმაურის“ მოძრაობაა. „ყველა ერთისთვის“ ამ ლოზუნგით გიორგი გიორგანაშვილის მხარდასაჭერად ადამიანები ქუჩაში გამოვიდნენ. გიორგი გიორგანაშვილს 0.3 გ ბუპერნორფინის გამო რვა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დამნაშავე დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ მას ნარკოტიკი პოლიციამ ჩაუდო.

ჩვენ შევეცადეთ გაგვერკვია რას ფიქრობენ მარნეულელი ადგილობრივები ქვეყანაში არსებულ ნარკოპოლიტიკაზე, როგორც აღმოჩნდა გამოკითხულთა უმრავლესობა ნარკოტიკის მოხმარების წინააღმდეგია, ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შესახებ კი ინფორმაციას არ ფლობენ.

მიუხედავად იმისა , რომ ნარკოპოლიტიკის შესახებ ქუჩაში ხალხმა თავისუფლად ისაუბრა , ამავე ხალხისგან არჩეულმა მერმა საკუთარი აზრის დააფიქსირებისგან თავი შეიკავა და მარნულის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გადაგვამისამართა.

დაბნეულებმა მერიის პიარში დავრეკეთ, გვინდოდა მათგან მაინც გაგვეგო რას ფიქრობს მერი ნარკოპოლიტიკის შესახებ.

ტრადიციული ზარის შემდეგ კვლავ ლოდინმა მოგვიწია. მაგრამ მაინც მივიღეთ წერილი, სადაც განმარტებულია, რომ მერი ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარს არამიზანშეწონილად მიიჩნევს.  წერილში გვახსენებენ, რომ მერი პარლამენტარი არ არის , ის არ არის ჩართული კანონების განხილვის, მიღების პროცესში და რომ ეს საკითხი არც მისი პრეროგატივაა.

ნარკოპოლიტიკაზე საკუთარი აზრის დაფიქსირებას მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე არ მორიდებია, ამირან გიორგაძე ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციის მომხრეა.

ამირან გიორგაძეს ეთანხმება „თეთრი ხმაურის“ აქტივისტი ქეთა გაბუნია. ის აღნიშნავს, რომ ნარკოტიკის მოხმარებისთვის სასჯელის ზომა არაადექვატურია.

ადამინის უფლების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვევის თანახმად, სახელმწიფო ატარებს რეპრესიულ ნარკოპოლიტიკას, რომელიც არაა ორიენტირებული მკურნალობა-რეაბილიტაციაზე, არამედ დასჯაზე. კვლევის თანახმად 2008-2009 წლებში ჯარიმებით მიღებულმა თანხამ 44 მილიონ-ნახევარი შეადგინა, ხოლო სამკურნალო-გამაჯანსაღებელი პროგრამებისთვის გამოყოფილი თანხა 2 მილიონი ლარი იყო. ქეთა გაბუნია საუბრობს, რომ საქართველოში სახელმწიფოს სრული რესურსი გააჩნია მკურნალობა-რეაბილიტაციაზე ეფექტურად იმუშაოს.

ქეთა გაბუნიას თქმით, რეგიონებში გაცილებით მწვავედ დგას სახელმწიფოში არსებული ნარკოპოლიტიკისგან გამოწვეული პრობლემები.

ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის სასჯელი 4-7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ხოლო შედარებით დიდი რაოდენობის ნარკოტიკების ფლობა 8-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობით ისჯება.ნახევარი გრამი კოკაინის ან 1 გრამი ექსტაზის აღმოჩენა 20 წლით თავისუფლების აღკვეთის მიზეზი შეიძლება გახდეს. 2017 წლის 29 ივლისს მარიხუანის მცირე ოდენობით მოხმარებისთვის პატიმრობის გაუქმებაზე ნორმა ძალაში შევიდა.პარლამენტშია კი  ინიცირებულია კანონპროექტი, რომელიც ნარკომომხმარებლების დაკავების ნაცვლად, მათთვის სამკურნალო კურსის დანიშვნას გულისხმობს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register