რუსეთში 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე ჩასვლას გულშემატკივრები უვიზოდ შეძლებენ

rusia cempionat

2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასწრების მსურველები რუსეთში გამგზავრებას უვიზოდ შეძლებენ.

ინფორმაცია ამის შესახებ ჩემპიონატის საორგანიზაციო კომიტეტის ვებგვერდზე Welcome2018.com-ზეაგამოქვეყნებული.

რუსეთში უვიზოდ შესვლის ნებართვის მისაღებად მაყურებელმა უნდა გააფორმოს და მიიღოს ე.წ. გულშემატკივრის პასპორტი (FAN ID).

ამგვარად, უცხოელებმა რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისას უნდა წარადგინონ გულშემატკივრის პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ასევე მატჩზე დასასწრები ბილეთი.

„გულშემატკივრის პასპორტის“ მიღება შესაძლებელია სპეციალურ ვებგვერდზე განაცხადის შევსების გზით, ასევე რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გახსნილ ცენტრებში.

„გულშემატკივრის პასპორტის“ ერთჯერადი აღება საკმარისია ჩემპიონატის ყველა მატჩზე დასასწრებად, რომელზეც მაყურებელს ბილეთი აქვს შეძენილი.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი რუსეთში 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით გაიმართება.

წყარო: 1tv.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register