მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე სააპელაციო სასამართლომაც უარი უთხრა

cabuk

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მოსამართლეების – შოთა გეწაძის, ილონა თოდუას და გიორგი გოგიაშვილის შემადგენლობით ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და მუსტაფა ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსზე უარი უთხრა.

პირველი ინსტაციის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მუსტაფა ემრე ჩაბუქისა და მისი ოჯახის წევრებისთვის ლტოლვილის სტატუსის მიუნიჭებლობის შესახებ. ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში სწორედ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. 23 აგვისტოს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ მუსტაფა ჩაბუქს წინასაექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა. პატიმრობის ვადა მას 23 თებერვალს ეწურება.

ჩაბუქის დაკავებას თურქეთის მხარე ითხოვს, რომელიც ამტკიცებს, რომ იგი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით უსწრებდა წინ თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები განიხილეს.

დაპატიმრებამდე მუსტაფა ჩაბუქი 15 წლის განმავლობაში საქართველოში საგანმანათლებლო საქმიანობას ეწეოდა – იყო მასწავლებელი, წლების განმავლობაში აწყობდა საერთაშორისო და ადგილობრივ ოლიმპიადებს მოსწავლეებისთვის.

ამჟამად ჩაბუქი, რომე საქართველოში წინასაექსრტრადიციო პატიმრობაში იმყოფება და საქართველოს ხელისუფლებისგან ითხოვდა, რომ მას და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსი მიენიჭებინათ. ამ სტატუსის მინიჭების შემთხვევაში მისი თურქეთში ექსტრადიცია აღარ განხორციელდება.

ლტოლვილთა სამინისტრომ ჩაბუქს ამ სტატუსზე უარი უთხრა. ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლომ, 2018 წლის 26 იანვარს ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო სააპელაციო სასამართლომაც. ეს გადაწყვეტილება უზენაეს სასამართლოში არ საჩივრდება.

წყარო: netgazeti.ge

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register