დაუთვლელი ზიანის ანაზღაურება საქართველოში არსებულ რელიგიურ თემებს

religia

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, სსიპ – რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს, საქართველოს მთავრობის N117-ე (27.01.2014) წლის დადგენილებით მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაევალა საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით გამოყოფილი თანხის, ამავე დადგენილების 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული რელიგიური თემებისათვის განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება.

აღნიშნულ საკითხს არასამართლებრივად მიიჩნევს ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტი შოთა თუთბერიძე და მსგავს გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებს. ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების მოტივით ამართლებენ ამგვარ თანხების გადარიცხვას.

TDI-ის იურისტი მიიჩნევს, რომ ამგვარი ქმედება არის ერთ-ერთი ხერხი, რომ დამოკიდებულების კომპონენტი გაჩნდეს რელიგიურ გაერთიანებებსა და სახელმწიფოს შორის.

თუთბერიძის თქმით, თუ სახელმწიფოს კეთილი ნებაა, რომ სამართლიანობა აღადგინოს ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით ამის სხვა შესაძლებლობებიც არსებობს.

რა ზიანის ანაზღაურება ხდება რეალურად რელიგიური გაერთიანებებისათვის ამის გარკვევას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარესთან, ზაზა ვაშაყმაძესთან შევეცადეთ, რომელმაც კითხვაზე პასუხის გაცემას თავი აარიდა და თავიანთ ვებგვერდზე არსებული მასალა ინფორმაციული თვალსაზრისით სრულყოფილად მიიჩნია.

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს მუშაობას მათი საქმიანობინად გამომდიანარე TDI-ის იურისტი საკუთარი გადმოსახედიდან აფასებს, რომ მათი საქმიანობა რელიგიური გაერთიანებების კონტროლის მცდელობა და სახელმწიფოსთან გარკვეული სახით თანამშრომლობაა.

სრულიად საქართველოს მუსლიმთა უზენაესი სამმართველოს თავმჯდომარე მირთაღი ასადოვიც მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის ვალდებული ზიანის ანაზღაურებაზე და თვლის, რომ არსებული სამი სიპის გათვალიწინებით თანხები თანაბრად უნდა ნაწილდებოდეს.

„საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრული 4 500 000 ლარიდან, ამ ეტაპზე რელიგიურ თემებს გაუნაწილდეთ მხოლოდ 3 500 00 ლარი.

საქართველოს ისლამური თემი – 2 200 000

საქართველოს სომეხთა სამოციქულო ქრისტიანული თემი – 600 000 ლარი

საქართველოს რომაულ-კათოლიკეთა ქრისტიანული თემი – 400 000 ლარი

საქართველოს იუდეური თემი – 300 000  ლარი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register