წვიმის გუბეებით სავსე მთავარი ქუჩა

მარნეულის მთავარ ქუჩაზე უამინდობის დროს ფეხითმოსიარულეებს გადაადგილების პრობლემა ექმნებათ. რუსთაველის 45-ე ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე წვიმიან ამინდში გავლა შეუძლებელი ხდება. გუბეებით სავსე ტერიტორია მოსახლეობისთვის ზოგჯერ საფრთხის საფუძველი ხდება. ხალხი ტალახის და წვიმის გუბეეის გამო ცენტრალურ გზაზე გადადიან. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დანიშნულების ადგილამდე რუსთაველის ქუჩის გავლით მისვლა მოუხერხებელია, ისინი წვიმის გუბეეის გაჩენას კი მოუწესრიგებელ კანალიზაციის სისტემას და არასწორად დაგებულ ასფალტს უკავშირებენ.
ადგილობრივი ხელისუფლება ამ დრომდე რადიო „მარნეულთან“ კომენტრას არ აკეთებს თუ რა იგეგმება მარნეულის მთავარ ქუჩაზე არსებული პრობლემის გადაჭრის მიზნით.
0 Comments