მარნეულს ერთადერთი წამყვანი პედაგოგი ჰყავს

ana babluani

2018 წლის პირველი თებერვლიდან საჯარო სკოლის  ორი კატეგორიის პედაგოგებისთვის ხელფასი იზრდება. წამყვანი მასწავლებლის სტატუსის დანამატი, სრული დატვირთვის შემთხვევაში, ნაცვლად 500 ლარისა, განისაზღვრება 700 ლარით, ხოლო მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლის – ნაცვლად 700 ლარისა, განისაზღვრება 1000 ლარის ოდენობით. ანა ბაბლუანი მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლაში წამყვანი მასწავლებლის სტატუსით ქართულ ენასა და ლიტერატურის პედაგოგია, ყოველ დღე თბილისდან მარნეულში დადის , რათა არაქართულენოვან სკოლაში სახელმწიფო ენა ასწავლოს. მისი პედაგოგობის ისტორია 20 წლის წინ მარნეულში, სოფელ იმირჭალის საჯარო სკოლაში დაიწყო. იხსენებს რომ რთული იყო, თუმცა ახლა მარნეულის გარეშე ცხოვრება რთულად წარმოუდგენია. 2009 წლიდან ანა განათლების სამინისტროს პროგრამის მონაწილე გახდა და ასე დაიწყო მისი კარიერული წინსვლა.

ანამ იცოდა, რომ თებერვლის თვიდან მისი ანაზღაურება გაიზრდებოდა, თუმცა ფიქრობს, რომ მასწავლებლის პროფესია საქართველოში დაუფასებელია.

ანა მანრეულში ერთადერთი წამყვანი სტატუსის მქონე პედაგოგია. საქართველოში წამყვანი მასწავლებლების სტატუსით 153 პედაგოგი არსებობს, ხოლო მხოლოდ 7 მასწავლებელია მენტორის სტატუსით. განათლების სამინისტროს ინფორმაციის თანამხად, მასწავლებლის არსებული რაოდენობიდან გამომდინარე, საჯარო სკოლების დაფინანსება 2018 წლისთვის საშუალოდ თვეში 32.7 ათასი ლარით გაიზრდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register