5 ავტობუსის შეძენით 4 ძველი ავტობუსი ჩანაცვლდება

transporti

მარნეულში საჯარო ტრანსპორტის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს. ადგილობრივებს როგორც უტრანსპორტობა, ისე არსებულ ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მოსახლეობა უკმაყოფილებას გრაფიკთან და ხალხით სავსე ტრანსპორტთან დაკავშირებითაც გამოთქვამენ.

მოძველებული ტრანსპორტი პრობლემურია მარნეულის ავტოპარკისთვისაც. კომპანია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 2018 წელს აღნიშნული კომპანიის მომსახურებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სუბსიდიის სახით 460 000 ლარი გამოიყო. მარნეულის მერიის ოფიციალური ინფორმაციის თანახმად ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრის მიზნით ადგილობრივი ხელისუფლება 5 ერთეული სამარშუტო საშუალების შეძენას გეგმავს. შპს “მარნეული ავტოპარკის” დირექტორი კი აღნიშნავს, რომ მის კომპანიის დაქვემდებარებაში მყოფი  21 სამარშუტო ერთეულიდან 4 მოძველებულ მდგომარეობაშია და იმ შემთხვევაში თუ მოხდება მარშუტების შეძენა მხოლოდ ერთი მარშუტკა, ქაფანახჩის თემში მოემსახურება უტრანსპორტო სოფლებს.

როდის აპირებს მარნეულის მერია 5 სამარშუტო ერთეულის შეძენას, რა თანხებია აღნიშნულისთვის გათვალისწინებული მარნეულის 2018 წლის ბიუჯეტში ამ კითხვებზე მარნეულის მერია არც ოფიციალურ წერილში გვპასუხობს და ამ დრომდე არც სამსახურის წარმოამდგენლები აკეთებენ კომენტარს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register