რელიგიის დაუბალანსებლად სწავლებამ სკოლებში შესაძლოა კონფლიქტი წარმოშვას

bavshvebi

სკოლებში, შესაძლოა, რელიგიის სწავლება აღდგეს. ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს ეკუთვნის.  რელიგიის ისტორიის  სკოლებში სწავლებასთან დაკვშირებით საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა რამდენიმე დღის წინ გაიმართა რომელსაც საპატრიარქოს, სხვადასხვა კონფესიების და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა სრულიად საქართველოს შეიხი, რამინ იგიდოვი ,  რომელმაც ძირითადი აქცენტი  რელიგიის სწავლების დაბალანსებულობაზე გააკეთა.

რადიო „მარნეული“ დაინტერესადა თუ რას ფიქრობს ადგილობრივი მოსახლეობა სკოლებში რელიგიის სწავლებაზე ამისთვის კი ქუჩის გამოკითხვა ჩავატარეთ. გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს,  რომ რელიგიის სწავლება მნიშვლელოვანია.

საწინააღმდეგო აზრი აქვს ტოლერანტობისა და მავალფეროვნების ინსტიტუტის წარმომადგენელს შოთა თუთბერიძეს და ამბობს, რომ მსგავსი ნაბიჯი თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპის დარღვევაა მისივე თქმით, თუ ვინმეს რელიგიის თვალსაზრისით უნდა, რომ გაძლიერებული სწავლა იყოს  სხვა კერძო სკოლებიც არსებობს და  ამისთვის  საჯარო სივრცის გამოყენებას  ის  არასწორად მიჩნევს.

როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების სააგენტოს ხელმძღვანელი EDU.ARIS.GE -სთან აცხადებს, არჩევითი საგანი სკოლებში 2 წლის შემდგომ შევა და მას საშუალო საფეხურზე მყოფი მოსწავლეები ისწავლიან.

რადიო „მარნეული“

 

 

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register