“სამოქალაქო ბიუჯეტის” ფარგლებში 2016 წელს დაწერილი პროექტი სავარაუდოდ 2019 წელს განხორციელდება

samoqalaqo biujeti

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტი მარნეულში 2015 წლიდან დაიწყო. 2015-2016 წლებში მუნიციპალიტეტმა 1 500 000 ლარი გამოყო, რათა მოქალაქეებს საკუთარი ინიციატივები იმ თემში განეხორციელებინათ სადაც ცხოვრობენ.  2015 წელს პროექტის ფარგლებში მარნეული სამ ზონად იყო დაყოფილი, სამივე ზონიდან 49 საპროექტო განაცხადი იქნა წარდგენილი, რომელთაგან 34 პროექტი შეირჩა და 2016 წლის ბიუჯეტში გაიწერა.

2016 წელს მარნეული 6 ზონად დაიყო. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 135 საპროექტო განაცხადი შევიდა, რომელთაგანაც „სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდამჭერმა საბჭომ“ 32 შეარჩია.

2017 წელს პროექტის ფარგლებში მუნიციპალიტეტში 107 განაცხადი 16 ადმინისტრაციული ერთეულიდან შევიდა, „სამოქალაქო ბიუჯეტის მხარდამჭერი საბჭოს“ რეკომენდაციებისა და პროექტის ავტორებთან გასაუბრების შემდგომ კი 36 მათგანი დაფინანსდა, რომლებიც 2018 წელს უნდა განხორციელდეს.

2015-2016 წლებისაგან განსხვავებით, 2017 წელს „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის ფარგლებში თანხების გადანაწილება განსხვავებული პრინციპით მოხდა. კერძოდ, აღარ გამოიყო 1 500 000 კონკრეტუად „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროექტის განსახორციელებლად, ამის ნაცვლად მუნიციპალიტეტმა დაადგინა, რომ პირს ვისაც უნდა „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში პროექტის განხორციელება, მისი საპროექტო წინადადება არ უნდა იყოს 5 000 ლარზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს 200 000 ლარს.

რადიო „მარნეულმა“ მუნიციპალიტეტისაგან გამოითხოვა ინფორმაცია 2015-2017 წლებში, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში დაფინანსებული და განხორციელებული პროექტების შესახებ. როგორც გამოთხოვილი ინფორმაციიდან ირკვევა, სამი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტმა ჯამში 110 პროექტი დააფინანსა. მათგან 37 პროექტი 2018 წელს უნდა შესრულდეს, 14 ჯერ კიდევ განხორციელების ეტაპზეა ან მათი განხორციელება ვერ ხერხდება, ხოლო 59 პროექტი 100%-ით განხორციელდა.

როგორც რადიო „მარნეულმა“ გაარკვია, მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ტექნიკურ ხარვეზებს შეიცავდა, კერძოდ ერთ-ერთი პროექტი, რომელიც სოფელ წერეთელში 9 აპრილის სკვერთან გასართობ-შემეცნებითი პარკის მოწყობას გულისხმობდა აღნიშნული იყო როგორც 100%-ით დასრულებული, რეალურად კი ამ პარკის მოწყობისათვის ფიზიკური სამუშაოებიც კი არაა დაწყებული.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის ანალიზისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსმა, ირინე მაჭარაშვილმა ჩვენთან საუბრისას განაცხადა, მათ მიერ მოწოდებულ იფორმაციაში მხოლოდ ერთი ტექნიკური ხარვეზი იყო. ხოლო სოფელ წერეთელში გასართობ – შემეცნებითი პარკი, რომლის მოსაწყობადაც ბიუჯეტში 53 800 ლარია გამოყოფილი, სავარაუდოდ 2019 წლისათვის დასრულდება.

რადიო „მარნეული“ აგრძელებს “სამოქალაქო ბიუჯეტზე” ინფორმაციის მოძიებას და ჩვენ სისტემატიურად მოგაწვდით ინფორმაციას სხვა განხორციელებულ და განსახორციელებელ პროექტებთან დაკავშირებით.

“სამოქალაქო ბიუჯეტის” პროექტის ფარგლებში განხორციელებული და განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ აქ.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register