EMC: მუნიციპალიტეტებმა მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტები უნდა შეამოწმონ

MSHENEBLOBA

ქალაქ მარნეულში ახალი, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლების მშენებლობა ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენ დავინტერესდით რამდენად არის დაცული მშენებლობაზე დასაქმებული მოქალაქეების უსაფრთხოება და ამისთვის მიმდინარე მშენებლობას ვესტუმრეთ. მარნეულის ცენტრალური ქუჩიდან რამდენიმე მეტრში მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლი შენდება. საძირკველი უკვე ჩაყრილია და რამდენიმე სართული თითქმის დასრულებეული. მშენებლობის პროცესში შიგნით ისე აღმოვჩნდით შენიშვნა არავის მოუცია, მეტიც იქ მომუშავე პერსონალთან ერთად მცირეწლოვანი ბიჭი დაგვხვდა. ჟურნალისტებს ბავშვმა თარგმანში დახმარებაც შემოგვთავაზა.

მშენებლობაზე დასაქმებულმა ადმიანებმა კომენტარი არ გააკეთეს და რამდენიმე მეტრში მდებარე ე.წ „საყარაულოსკენ“ გაგავცილეს. რკინის ე.წ „ბუტკაში“ მშენებლობის ზედამხვედელი დაგვხვდა, სიგარეტის კვამლში ძნელად შევამჩნიეთ ეკრანი, სადაც მშენებლობის მიმდინარეობა ჩანს. ზედამხედველმაც არ ისურვა ოფიციალური კომენტარის გაკეთება, თუმცა ჩვენ ის  ფარულად მაინც ჩავაწერეთ. ის გვიყვება, რომ უსაფრთხოების წესები დასაქმებულებს გააცნეს. მისივე თქმით, დასაქმებულებმა იციან, შინა განაწესის მიხედვით დენის წყაროში ხელი რომ არ უნდა შეყონ, სამშენებლო ქუდი უნდა ეხუროთ და ლურსმანზე ფეხი არ დააბიჯონ. ზედამხვედელი ამბობს , რომ კამერებზე მუშაობის პროცესი მხოლოდ სამი წერტილიდან ჩანს, რაც სრულ სურათს არ იძლევა. ის მშენებლობაზე მყოფი ბავშვის გამართლებას კი იმით ცდიდლობს, რომ ბავშვი დასაქმებულის ნათესავია.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმოამდგენელი ლინა ღვინიანიძე აღნიშნავს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ვალდებულია მოახდინოს დაკვირვება რამდენად უსაფრთხოდ ხდება მშენებლობა  და როგორ არის დაცული უსაფრთხოების სტანდარტები.

EMC-ის კვლევის თანახმად, მშრომელთა უფლებების დაცვის მწვავე საჭიროებას კვლავაც განსაზღვრავს სამუ- შაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების უცვლელად მძიმე სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც, 2011-2016 წლის ივნისის ჩათვლით საწარმოო შემთხვევების შედეგად დაშავ- და 724 და დაიღუპა 252 ადამიანი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register