ახალგარემონტებულ ვარკეთილის მეტროში ჭერის ჩამოვარდნის გამო 7 ადამიანი დაშავდა

varketili-2

ვარკეთილის მეტროში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რის გამოც შვიდი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტო ადასტურებს.

სამაშველო სამსახურში შეტყობინება დღეს, 30 ნოემბერს, დაახლოებით 10:40–ზე შევიდა. ადგილზე მისული იყვნენ მაშველები. ინციდენტის ადგილას მობილიზებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

მეტროსადგურ ვარკეთილის ქვედა და ზედა ვესტიბიულების ინტერიერის და  დახრილი გვირაბის განახლება 2016 წლის ბოლოს დაიწყო.

სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები,  მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები.

 

წყარო: ნეტგაზეთი

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register