მარნეულში წითელას ერთი შემთხვევა დაფიქსირდა

vakcinacia

მარნეულში წითელას მხოლოდ ერთი შემთხვევა ფიქსირდება. დღეს, 30 იანვარს, დაავადებათა კონტროლის ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია,  რომ 2017 წლიდან საქართველოში წითელას შემთხვევების ზრდა დაფიქსირდა. მათი ცნობით, 2018 წელს 29 იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში უკვე აღირიცხა წითელას 102 შემთხვევა, მათ შორის აჭარაში – 86. “შემთხვევათა 34% მოდის 20 წლის ზევით ასაკობრივ ჯგუფში, მაღალია ასევე 1 წლამდე ასაკობრივი ჯგუფის წილი 19,5%, რომელშიც ასევე ყველაზე მაღალია ავადობის მაჩვენებელი. ირინა კალანდაძის, „გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის“ მთავარი სპეციალისტის თქმით, იმუნიზაციაა ერთადერთი საშუალება მწვავე ვირუსულ ინფექციებთან საბრძოლველად. მისივე თქმით, ვირუსი დაფიქსირდა ისეთ შემთხვევებში , როდესაც მშობლების არ ჰქონდათ გავლილი იმუნიზაცია, ხოლო მარნეული იმუნიზაციის თავლისაზრით 80 % არის მოცული.

ჩვენ დავინტერესდით როგორ აფასებენ მარნეულელები იმუნიზაციის მნიშვნელობას.  გამოკითხულთა უმრავლესობა იმუნიზაციას საჭიროდ თვლის.

საქართველოში წითელას გეგმიური აცრა 12 თვის და 5 წლის ასაკში ტარდება. ის მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადება, რომელსაც ახასიათებს ტემპერატურის აწევა, ინტოქსიკაცია, ზემო სასუნთქი გზებისა, თვალის ლორწოვანი გარსების ანთება და ლაქოვან-კვანძოვანი გამონაყარი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register