Ichange.gov.ge-პეტიციების პორტალი ამოქმედდა
“მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის” ცენტრში, დღეს, 30 იანვარს, არასამთავრობო ორგნიზაციამ “ახალგაზრდა იურტისტთა ასოციაცია“ მოსახლეობასთან პორტალ Ichange.gov.ge-ის შესახებ საინფრომაციო შეხვედრა გამართა. Ichange.gov.ge არის პორტალი, სადაც მოქალაქეებს შეუძლიათ სხვადასხვა პრობლემატურ თემაზე, რომელიც მთავრობის გადასაწყვეტია პეტიცია ატვირთონ. პეტიციის შექმნა მიზნად ისახავს საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობას, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებისა და საქმინაობის გამჭირვალობაის უზრუნველყოფას . პორტალი ინტერნეტ სივრცეში 2017 წლის მაისში გამოჩნდა. იმისათვის , რომ მოხდეს მოქალაქის პედიციის სპეციალური კომისიის მიერ განხილვა, მან 10 000 ელექტრონული ხელმოწერა უნდა მოაგროვოს. პორტალი სახელმწიფო ენაზე მუშაობს, “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წარმომადგენელი ნათია ქოქიაშვილი ეთნიკური უმცირესობებისთვის აღნიშნულს გარკვეულწილად ბარიერად მიიჩნევს.
ნათია ქოქიაშვილი პროექტში „ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაციის“ როლზეც საუბრობს.
ოლგა ენდელაძე, “დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ დირექტორი შეხვედრას ესწრებოდა, ის დადებითად აფასებს ახალ ინიციატივას, თუმცა არ იცის რეალობაში როგორ იმუშავებს.
სპეციალური კომისია პედიციის ავტორს არაუგვიანეს 30 დღისა პასუხს აცნობებს. მმართველობის პარტნიორობის ფარგლებში 2012 წელს სახელმწიფომ 2012-2013 წლების სამოქმაედო გეგმით აიღო მოქალაქის პორტალის შექმნის ვალდებულება, Ichange.gov.ge აღნიშნული ვალდებულება 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმებშიც აისახა.
0 Comments