თბილისში გაყიდვიდან ამოღებულ ტყლარწში მარნეულის მოვაჭრეები საფრთხეს ვერ ხედავენ

tylarwi

ერთი შეხედვით ბავშვებისათვის უწყინარი სათამაშო ეგრეწოდებული ტყლარწი მავნე ნივთიერებების შემცველია. ტელეკომპანია რუსთავი2-ის მიერ ეთერში გასული სიუჟეტის თანახმად ლაბორატორიული კვლევების მიხედვით დგინდება, რომ მაგნიტური ჟელე ე.წ. მაგნიტური ტყლარწი მომწამვლელი ნივთიერების დასაშვებზე 29-ჯერ მეტ დოზას შეიცავს. მარნეულის ბაზარში მრავლად შეხვდებით მსგავსი სათამაშოს ფართო ასორტიმენტს. მოვაჭრეებიც ადასტურებენ, რომ მყდველების რაოდენობა თავდაპირველად ძალიან ბევრი იყო, თუმცა მყიდველებს დღესაც არ უჩივიან, მის უსაფრთხოებას კი იმით აქარწყლებენ, რომ ყოველდღიური შეხება უწევთ ტყლარწთან და საფრთხის შემცველს ვერაფერს ხედავენ.

მშობლები კი ბავშვებს უარს ვერ ეუბნებიან იმ მიზეზის გამო, რომ ბავშვებს ძალიან მოსწონთ ტყლარწით თამაში, მის უსაფრთხოებაში კი ეჭვი სუნიდან გამომდინარე ეპარებათ. გავრცელებულ ინფორმაცას, რომ ჯანმრთელობისთვის საშიშია გაყიდვიდან  ამოღებას ეთანხმებიან.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის მაღაზიებიდან უკვე ამოღებულია მაგნიტური ჟელეს ე.წ. მაგნიტური ტყლარწის თითქმის ყველა სახეობა.

სარეალიზაციო ქსელშ გასვლამდე  პროდუქია არ მოწმდება.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register