2017 წელს განხორციელებული კულტულურ-სოციალური პროექტები

marneuli_drosha

განვლილი წლის შეფასება ერთი შეხედვით შესაძლოა ადვილი გეგონოთ, მაგრამ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას ამის გასაკეთებლად ჯერ კიდევ 2017 წლის დეკემბრის ბოლოდან 26 იანვრამდე დასჭირდა დრო. მარნეულის მუნციპალიტეტის მერიამ რადიო „მარნეულს“ მოგვთხოვა, რომ მათთვის ოფიციალური წერილით მიგვემართა, რათთა გაგვერკვია თუ რა ძირითადი გამოწვევები და მიღწევები ჰქონდა მარნეულის მუნიციპლიტეტს 2017 წელს.

ოფიციაალურ წერილზე პასუხი რადიო „მარნეულმა“ ზუსტად 10 სამუშაო დღეში მიიღო.

როგორც მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწერილ ოფიციალურ წერილში ვკითხულობთ მარნეულის მუნიციპალიტეტში 2017 წელს კულტურული მიმართულებით შემდეგი სამუშაოები ჩატარდა:

სოფელ წერაქვში განხორციედა საგანმანათლებლო ცენტრის რეაბილიტაცია.

2017 წელს ფუნქციონირება დაიწყო ბიბლიოთეკამ. შენობაში განთავსებულია  როგორც საბიბლიოთეკო, ასევე, სამუზეუმო, კულტურული მემკვიდრეობისა და ტურიზმის მიმართულების სივრცეები.

ქართული ღვინის კვირეულის ფარგლებში მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა ღვინის ფესტივალს.

2017 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირში,ძვ.წ. VI  ათასწლეულითდათარიღებულ არქეოლოგიურ ძეგლებზე (იმირის გადაჭრილ გორასა და შულავრის გორაზე), საქართველოს ეროვნული მუზეუმის და ტორონტოს უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ერთთვიანი სამუშაოები ჩაატარა.

ტურიზმის განვითარების კუთხით, 2017 წელს, მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინიციატივით და სსიპ საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციის სრული დაფინანსებით (114 000 ლარი) მოხდა ქვემო ქართლის, მათ შორის მარნეულის მუნიციპალიტეტის სამთო საფეხმავლო ბილიკების კვლევისა და დაპროექტების სამუშაოები.

ოფიციალური წერილიდან ასევე ვკითხულობთ, რომ მუნიციპალიტეტში მრავალფეროვანი იყო სოციალურ პროგრამები, პრიორიტრტული იყო დედ–მამით ობოლ, არასრულწლოვანთა, ასევე, უსინათლო და ყრუ–მუნჯი ბენეფიციარებისათვის ყოველთვიური დახმარება, დიალეზზე მყოფი ბენეფიციარების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოპერაცია, რეაბილიტაცია, გამოკვლევა–მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება. ანაზღაურდა ონკოლოგიურ და გულით ავადმყოფთა ხარჯები პროგრამით გათვალისწინებული პირობებით და ა.შ

მუნიციპალიტეტის მერიიდან მოწერილ წერილში ასევე ვკითხულობთ, რომ 2017 წელს, მარნეულსა და კობილნიცას შორის გაფორმდა დამეგობრების მემორანდუმი, რაც ხელს შეუწყობს ორი ქვეყნის, პოლონეთისა და საქართველოს თვითმმართველობების ურთიერთგამოცდილების გაზიარებასა და განვითარების ხელშეწყობას. მუნიციპალიტეტის ინიციატივით, მარნეულელმა ორმა ახალგაზრდამ მონაწილეობა მიიღო ქ. გდანსკში გამართულ ბიზნეს კვირეულში.

2017 წელს მარნეულის თვითმმართველობამ ასევე შეიმუშავა ნარჩენების მართვის 5 წლიანი გეგმა.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register