პროფილაქტკის მიზნით მენინგოკოკცემიის ასარიდებლად რეკომენდაციები მშობლებმა არ გაითვალისწინეს
სკოლის მოსწავლეებს მენინგოკოკცემიის პროფილაქტიკის მიზნით გაცებული პრეპარატი არ მიუღიათ.
მარნეულის N8 საჯარო სკოლაში მსგავსი რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც ამავე სკოლის 7 წლის მოსწავლე მენინგოკოკცემიის დიაგნოზით გარდაიცვალა . სკოლის მოსწავლეების მშობლების თქმით, პრეპარატი მათი შვილებისთვის საზიანოა და ბავშვებს წამლები სწორედ ამ მიზეზით არ დაალევინეს. როგორც ჩვენთან საუბარში აცხადებენ მათ აფთიაქში უთხრეს, რომ მედიკამენტი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველია. მშობლების ნაწილი კი თვლის, რომ მენინგოკოკცემია გადამდები არ არის და პროფილაქტიკისთვის წამლის მიღება არამიზნობრივად მიიჩნიეს.
“თქვეს, რომ საშიში არ არისო. აფთიაქმა არ გაყიდა წამლები ბავშვებისათვის. თქვეს რომ ბავშვებისთის არ შეიძლებაო.”
” არაფერიც არ არის. ჭორი გაავრცელეს და ბავში დაღუპეს სხვა რა იყო. სხვა ბავშვებისათვის აქ საზიანო არაფერია. ჩემი შვილები ყოველდღიურად დადიან სკოლაში. ღმერთის ნებაა ყვეაფერი.”
” მეც იმავე აზრის ვარ. პირველივე დღიდან მიმყავს ბავშვები სკოლაში. არც წამლები არ მიყიდია . აფთიაქში თქვეს, რომ ბავშვებისთვის არ შეიძლებაო”
მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე აბობს, რომ მსგავსი ინფორმაცია დღეს რადიოსგან გაიგო, კომენტარის გაკეთებისგან კი თავი შეიკავა და საქმეში გარკვევას დაგვპირდა. ლაფერაძის თქმით , პრეპარატი რეკომენდაციის მიზნით ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით დანიშნეს, ხოლო ოფიციალურ კომენტარს ვითარებაში გარკვევის შემდეგ გააკეთებს.
მენინგოკოკური ინფექცია ჰაერ-წვეთოვანი გზით გადადის და მიუხედავად იმისა, რომ გარე პირობებს ვერ ეგუება და მარტივად იღუპება, მას მატარებლობა ახასიათებს. დავაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ინფექცია ერთ მატარებელზე რამდენიმე კვირა ჩერდება, შემდეგ კი სხვა მატარებელზე გადადის.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments