ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრები პრევენციულ ღონისძიებებს უნდა ანხორციელებდნენ

jandacva

რადიო მარნეულმა 31იანვარს  მოამზადა სიუჟეტი, რომლიდანაც  ირკვევა, რომ  სკოლის მოსწავლეებს მენინგოკოკცემიის  პროფილაქტიკის მიზნით გაცემული პრეპარატი არ მიუღიათ. მარნეულის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ეთერ ლაფერაძემ იმ დღეს  კომენტარისგან თავი შეიკავა და ვითარებაში გარკვევას დაგვპირდა. როგორც დღეს ჩვენთან საუბარში განმარტავს, მარნეულის N8 საჯარო სკოლის მოსწავლეების მშობლებს დღეს თავად ესაუბრა, ფაქტის წინაშეც თავადვე დადგა, როდესაც მშობლების ნაწილი პრეპარატის მიღებას არამიზნობრივად მიიჩნევდა.  რაც შეეხება აფთიაქში ნათქვამ ინფორმაციას, რომ პრეპარატი ბავშვების ჯანმრთელობისთვის საფრთხისშემცველია ამას ეთერ ლაფერაძე უარყოფს.

ეთერ ლაფერაძე თქმით , კონტროლს დირექტორთან კონტაქტითა და მოსწავლეების დასწრების მონიტორინგით ანხორციელებს.

მარიკო წიქორიძე   “კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის” რეგიონალური კოორდინატორი ქვემო ქართლში ამბობს, რომ პრევენცია მნიშვნელოვანია ამა თუ იმ ვირუსულ დაავადებაზე, ეპიდემიაზე, ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაბამისი  ინფორმაცია და რეაგირება, სამწუხაროდ, მხოლოდ მომხდარი ფაქტის შემდეგ არ უნდა ხდებოდეს. ამბობს , რომ ქვემო ქართლში და კახეთში  სანიტარიისა და ჰიგიენის უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში მუშაობენ,    ქვემო ქართლში 4 მუნიციპალიტეტში, მათ შორისაა მარნეული. პროექტის მთავარი მიზანი თავდაპირველად  სკოლებში, საბავშვო ბაღებსა და  თავშსაფრებში კვლევის ჩატარებაა, შემდგომ კი   დარღვეული სანიტარული ნორმების აღმოფხვრა.

თავადვე ამბობს, რომ ბავშვებს არ აქვთ ინფორმაცია ვირუსულ ინფექციებზე, რაზეც წესით ადგილობრივმა ჯანდაცვის ცენტრებმა უნდა მოახდინონ რეაგირება.

წიქორიძის თქმით, თვითმმართველობამ უნდა განსაზღვროს  რა პრიორიტრტები მიანიჭოს ადგილობრივ ჯანდაცვის ცენტრის ორგანოს, მარტო ზედამხედველობის  ფუნქცია  თუ რეგიონში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე კონკრეტული ქმედებები გაწეროს.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register