საბირქენდში ელექტროენერგიის ხაზების პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
საბირქენდში ელექტროენერგიის ხაზებთან დაკავშირებული პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.
ელვინ მასიმოვი კიდევ ერთხელ იმ მიზეზით დაგვიკავშირდა, რომ პრობლემას, რომლის მოგვარებასაც დაჰპირდნენ ჯერ კიდევ არავინ დაინტერესებულა. მის ეზოსთან რამდენიმე მეტრში მაღალი ძაბვის ბოძი დგას, ხაზები კი ავარიულ მდგომარეობაშია.
„ უკვე რამდენიმეჯერ მივმართეთ, რადიოშიც გაშუქდა, მაგრამ შედეგი არ არის.,როცა ქარია უფრო საშიშია. არავინ აქცევს ყურადღებას. ორი კვირა გავიდა, არავინ მოსულა“
აღნიშნულ საკითხზე ჩვენ 16 იანვარს მოვამზადეთ სიუჟეტი, როგორც „ენერგო პრო ჯორჯიას“ საზოგადოებასთან ურთიერთობების სამახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა თქვა, პრობლემას ახლო ხანებში მოაგვარებდნენ.
„დიახ თქვენს მიერ აღნიშნული აბონენტის პრობლემა კომპანიისთვის გასაგებია. იქ ბოძის მდებარეობაშია პრობლემა. ახლა გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომ ბოძი როგორმე ისე გაასწორონ, რომ აბონენტი და გზა არ დაზიანდეს. დიდი ალბათობით, პრობლემა ამ კვირას მოგვარდება“.
იმავე დღეს მარნეულის „ენერგო პრო ჯორჯიას“ წარმომადგენელი დაგვიკავშირდა და თქვა , რომ სოფელში არსებულ ელექტროენერგიის ხაზის ხარვეზს 17 იანვარს მოაგვარებდნენ, თუმცა უკვე 15 დღე გავიდა და პრობლემა პრობლემად რჩება.
დღეს მარნეულის „ენერგო პრო ჯორჯიას“ მთავარმა ინჟინერმა , ჯაბა ხაჩიძემ ჩვენთან საუბრისას განმარტა, რომ სოფელში არსებულ ხარვეზს მომდევნო კვირიდან მოაგვარებენ.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments