მარნეულის 54 სკოლა შეშის ღუმელით თბება
გუშინ, 1 თებარვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუთლიარის საჯარო სკოლაში ცეცხლი გაჩნდა. ხანძრის ჩაქრობა სკოლის დამხმარე პერსონალმა, სახანძრო-სამაშველო სამსახურის მოსვლამდე, სკოლაში არსებული ხანძარსაწინააღმდეგო საშვალებების მეშვეობით მოახერხა.
სკოლაში ხანძრის გაჩენის მიზეზი შეშის ღუმელი იყო. მარნეულის მუნიციპალიტეტში სულ 74 სკოლაა, მათ უმრავლესობაში, კერძოდ კი 54 სკოლაში, მასწავლებლები და მოსწავლეები ზამთარს შეშის ღუმლეით ებრძვიან. მარნეულის რესურსცენტრის დირექტორის ქენან ომაროვის თქმით, სკოლებში ცენტრალური გათბობის გაყვანა ძვირი ჯდება და ამის გამოა მუნიციპალიტეტის მხოლოდ 20 სკოლაში ცენტრალური გათბობა.
სოფელი ჩანახჩი ქალაქ მარნეულიდან 55 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. ჩანახჩის სკოლა, ისევე როგორც მარნეულის სხვა 53 სკოლა, შეშის ღუმლით სარგებლობს. თავად სკოლის შენობა კი 6 ვაგონშია განთავსებული. როგორც სოფელ ჩანახჩის საჯარო სკოლის დირექტორმა, მანანა მანუკიანმა ჩვენთან საუბრისას თქვა, სკოლაში ეგრედწოდებული „სახანძრო სტენდი“ აქვთ, მისი გამოყენება ჯერ არ დასჭირვებიათ, მაგრამ ხანძრის შემთხვევაში იმედოვნებს, რომ „სახანძრო სტენდზე“ დალაგებული ხანძარსაწინააღმდეგო საშვალებები გამოადგებათ.
სოფელ ჩანახჩამდე მისვლას არამარტო მანძილი, არამედ ამორტიზირებული გზაც უშლის ხელს.ხანძრის შემთხვევაში, მარეულიდან გასული სახანძრო ბრიგადა სკოლამდე მისვლას დაახლოებით ერთ საათში შეძლებს, ხოლო თუ სახანძრო ბრიგადა სოფელ სადახლოდან გავა ჩანახჩში ის დაახლოებით 30 წუთში ჩავა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments