მოსახლეობა კირეჩმუღალნოში სანაგვე ურნების დამატებას ითხოვს

4

კირეჩმუღალნო ქალაქ მარნეულიდან 39 კილომეტრის სავალზე მდებარეობს. სოფლის გასასვლელში საქართველოს და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი „წითელი ხიდის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტია. ყოველწლიურად ეს პუნქტი ტურისტებსა და მოვაჭრეებს ემსახურება.

5

ქვეყანაში შემოსულ სტუმრებს გზის გაგრძელება სოფელ კირიჩმუღალოს გავლით უწევთ. სოფელში ადვილად შეამჩნევთ დაყრილ ნარჩენებს, რასაც არასასიამოვნო სუნის არსებობაც ემატება.  მოსახლეობის უმრავლესობა ნარჩენებს მდინარეში ყრის. სოფელში ორი სანაგვე ურნა დგას, ისიც გასასვლელში, ამით კი მოსახლეობა უკმაყოფილოა და სანაგვე  ურნების დამატებას ითხოვს.

3

ლერი მუმლაძე შპს „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ სანაგვე ურნების შემოტანას უახლოეს მომავალში ელოდებიან, რომლებიც სხვადასხვა სოფლებში გადანაწლდება, მათ შორისაა კირეჩმუღალნო.

2

მარნეულში  დაახლოოებით 200-მდე სანაგვე ურნის შემოტანა იგეგმება, თუმცა კონკრეტულად როდის, ამზე ინფომაცია „სუფთა მარნეულის“ დირექტორს არ აქვს.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register