კაჩაგანში მცხოვრები 16 წლის ბიჭი სახლში გარდაცვლილი იპოვეს

TVITMKVLELOBA

მარნეულის რაიონის სოფელ კაჩაგანში მცხოვრები 16 წლის ბიჭი სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

კაჩაგანის N1 საჯარო სკოლის დირექტორი ზახირ გუსეინოვი ამბობს, რომ გარდაცვლილი ბიჭი წესით მეათე კლასში უნდა ყოფილიყო, თუმცა უკვე დაახლოებით 5-6 თვეა ,რაც მშობლებთან ერთად განცხადება დაწერა და სკოლიდან გავიდა.

როგორც გუსეინოვი ამბობს,  ის  შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, მხოლოდ ის იცის, რომ  მოზარდმა თავი ჩამოიხრჩო, თუმცა რა მიზეზით უცნობია.

ის ასევე ამბობს, რომ  გარდაცვლილი სახლში მარტო იყო.  ოჯახის წევრები  ნათესავის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ.

როგორც რადიო ” მარნეულს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს გამოძიება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register