კნიაზ ალიევის დასახმარებლად მარნეულელები აქტიურად იბრძვიან

urek

20 წლის გარდაბნელ კნიაზ ალიევის დასახმარებლად ბრძოლა გრძელდება. მისმა მეგობრებმა, მოხალისეებმა, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა მხარდამჭერი კამპანიაც დაიწყეს. მოხალისე ახალგაზრდები თბილისში, რუსთავში, გარდაბანში, მარნეულსა და ბოლნისში, თანხის შეაგროვებას ცდილობენ . აზერბაიჯანლებით კომპაქტურად  დასახლებულ სოფლებშიც დადიან.

ამჟამად შეგროვებული თანხა 73000$-ს აღემატება, დახმარება კვლავ გრძელდება.  თბილისის აზერბაიჯანულ სახელმწიფო დრამის თეატრში 4 თებერვალ სპექტაკლი „მაპატიე“ გაიმართება , რომელიც ორ სეანს მოიცავს. პირველი სეანსი 15:00-ზე ხოლო მეორე 18:00 საათზე ჩატარდება.  გაყიდული ბილეთებიდან  შემოსული თანხა  კნიაზის ანგარიშზე ჩაირიცხება.

მარნეულის ახალგაზრდული ცენტრის ორგანიზებითა და  „საქართველოს სისხლის ბანკის“ მხარდაჭერით , 3 თებერვალს 10:00 საათზე „ჩაის სახლში“  მხარდასაჭერად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართება. შემოსული თანხა კნიაზის ანგარიშზე ჩაირიცხება. ალიევისთვის მარნეულში საქველმოქმედო კონცერტიც გაიმართება. კონცერტი „შემოქმედებითი ახალგაზრდების აკადემიის“ ორგანიზებით,  8 თებერვალს 15:00 საათზე ,  მარნეულის კულტურის სახლში გაიმართება და მონაწილეობას ადგილობრივი მომღერლები მიიღებენ.

დახმარების კამპანიას „იმამ ალის“  სახელობის საქველმოქმედო ფონდიც უერთდება, როგორც საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სამმართველოს ხელმძღვანელმა, მირთაღ ასადოვმა გვითხრა, 9 თებერვალს , 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ოფიციალურ გამოფენას გამართავენ. გამოფენიდან შემოსული თანხა კნიაზის ანგარიშზე ჩაირიცხება.

კნიაზ ალიევის ბიძა,  ველი იბრაჰიმოვა ამბობს, რომ პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია,  ახლო მომავალში ოპერაცია აუცილებლად უნდა გაუკეთდეს . არიან ადამიანები, რომლებიც ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ, ყალბი ანგარიშების გახსნით ცდილობენ თანხს შეგროვებას. ველი იბრაჰიმოვმა თქვა, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვიან და ყველას მოუწოდა , რომ ოჯახის მხრიდან მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნონ.

შეგახსენებთ, რომ კნიაზ ალიევს გულის გადანერგვა ესაჭიროება ოპერაციისთვის კი 100 000 დოლარია სჭირო.  პაციენტი ამჟამად დიღომის მასივში მდებარე საავადმყოფოში მკურნალობს.  გულის გადანერგვის ოპერაცია ბელორუსიის ქალაქ მინსკში იგეგმება.

დახმარების სურვილის მქონე ადამიანებს შეუძლიათ „საქართველოს ბანკში“  იბრაჰიმოვა ელფიდას სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა.

დავეხმაროთ კნიაზს, გადარჩენისთვის.

ანგარიშის ნომერი:

GE77BG0000000047937600 GEL/USD/EUR

GE77BG0000000049557500 AZN/RUB

საკონტაქტო  595 16 14 81 (ველი იბრაჰიმოვი, კნიაზის ბიძა)

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register