სკოლების მშენებლობის კომპეტენციას საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო იხსნის

CANAXCI

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო სკოლების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროექტებს აღარ განახორციელებს, როგორც სააგენტოს დირექტორის მოადგილითვის, გიორგი თინაძისთვისაა ცნობილი, მათ საქმიანობას  მუციციპალიტეტის განვითარების ფონდთან ერთად ადგილობრივი მუნიციპალიტეტები იკისრებენ.

საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2018 წლის განსახორციელებელ პროექტების ჩამონათვალშია მარნეულის სოფელ ჩანახჩის ვაგონებიანი სკოლა. გამომდინარე იქედან , რომ აღნიშნული სააგენტო თავის უფლება- მოვალეობას ვეღარ შეასრულებს სკოლების მშენებლობათან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტს მოუწევს ვალდებულების შესრულება.

ახალი ინიციატივა მთავრობის მიერ ჯერ მიღებული არ არის, ხოლო როგორ იმუშავებს მექანიზმი ამაზე ჯერ კომპეტენტური უწყებები ვერ საუბრობენ და არც ისაა ცნობილი როგორი ტიპის თანამშრომლობა ექნება მუნიციპალიტეტის განვითარების ფონდსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register