“რატომ უნდა გადავიხადო ფული ქართული ენის შესწავლისათვის” – საქართველოს მოქალაქე

gakv

ემინ იადიგაროვმა 2006 წელს მარნეულის N6 საჯარო სკოლა დაამთავრა. ქართული ენა არ იცოდა, რის გამოც ის არჩევანის წინაშე დადგა, წასულიყო აზერბაიჯანში ან თურქეთში სწავლის გასაგრძელებლად. როგორც ემინი ამბობს თურქეთში მას უფრო კარგი განათლების მიღება შეეძლო რის გამოც სწავლის გაგრძელება იქ გადაწყვიტა.

ემინმა თურქეთის უნივერსიტეტში ისტორიულ-დიპლომატიური ფაკულტეტის ბაკალავრიატი დაასრულა და მაგისტრატურაზე სწავლაც ამ მიმართულებით გააგრძელა. მან მაგისტრატურის ერთი წელი თურქეთში, ხოლო მეორე ჩეხეთის უნივერსიტეტში დაასრულა. ამავე უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში გაიგო ერთ-ერთი პროგრამის შესახებ რომლის დახმარებითაც ის გერმანიაში ერთი წლის განმავლობაში ატარებდა კვლევას, ეთნიკური უმცირესობების შესახებ.

როგორც ემინი ამბობს, პროგრამის მიხედვით მას კვლევა ინგლისურ ენაზე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ გერმანიაში ჩასვლისასბ მას გერმანულის შესწავლა მოსთხოვეს.

“კვლევას გერმანიაში ინგლისურ ენაზე ვატარებდი. მიუხედავად ამისა, გერმანიაში მე მომთხოვეს რომ მესწავლა გემანული, მითხრეს რომ არსებობს ენის შესწავლის უფასო კურსები და მომთხოვეს მათი გავლა.”

ემინმა გერმანული ენის შესწავლის 6 თვიანი კურსი გაიარა. კურსის პროგრამა 600 საათიან ინტენსიურ სწავლებას მოიცავდა, კვირაში 25 საათი. როგორც ის ამბობს, გერმანული ენის შესწავლა A1 დონიდან დაიწყო, 6 თვის შემდეგ კი B1 დონის სერთიფიკატი აიღო.

ემინმა გერმანული ენის გარდა აზერბაიჯანული, თურქული, რუსული და ინგლისური ენები იცის. სწავლის დასრულების შემდგომ კი ის საქართველოში მუშაობის დაწყების პერსპექტივით დაბრუნდა. როგორც თავად ამბობს, სამსახურის შოვნა ენის არცოდნის გამო გაუჭირდა. ამის გამო კი „ჟვანიას სკოლაში“ ქართული ენის, A2 დონის  კურსის გავლა გადაწყვიტა, თუმცა 3-4 თვეა რაც ემინი კურსის დაწყებას ელოდება.

“მითხრეს რომ კურსი როგორც კი გაიხსნებოდა მაშინვე დამიკავშირდებოდნენ, მაგრამ ჟვანიას სკოლიდან უკვე 3-4 თვეა რაც არაფერი გამიგია. მე დავინტერესდი თუ კიდევ სად შემეძლო ქართული ენის შესწავლა, ვკითხე ხალხს და ყველამ მიპასუხა რომ კერძო რეპეტიტორთან უნდა მევლო, მაგრამ რატომ უნდა გადავიხადო თანხა რომ ვისწავლო ჩემი სახელმწიფოს ენა, როდესაც საზღვარგარეთ გერმანულ ენას ვსწავლობდი უფასოდ.”

მარნეულის მუნიციპალიტეტში „ჟვანიას სკოლის“ რეგიონალური ცენტრი ფუნქციონირებს. ცენტრს 10 მასწავლებელი ჰყავს, ერთ მასწავლებელს 2 ჯგუფთან მუშაობის უფლება აქვს. როგორც „ჟვანიას სკოლის“ მარნეულის რეგიონალური ცენტრის კოორდინატორმა ჰუსეინოვა-მამედოვა ჯამილამ რადიო „მარნეულთან“ საუბრისას თქვა,  „ჟვანიას სკოლის“ ყველა მასწავლებელს ორ-ორი ჯგუფი ყავს, რის გამოც დროებით ახალი ჯგუფების შექმნა ვერ ხერხდება. „ჟვანიას სკოლის“ მარნუელის რეგიონალური ცენტრის კოორდინატორმა ასევე აღნიშნა, რომ A2 დონის ჯგუფის შექმნისათვის მინიმუმ 12 მსმენელია საჭირო.

“ჯგუფი არ არის ინდივიდუალური, რომ ერთ და ორ კაცზე გავხსნათ. მითუმეტეს A2 და B1 პროგრამისათვის, რაც შეეხება A1 დონეს, აქ ბევრი მოსწავლეები გვყავს. ჩვენთან არის მაქსიმუმ 15 და მინიმუმ 12 კაციანი ჯგუფი, ანუ 7 კაცზე და 10 კაცზე ჩვენ ვერ გავხსნით ჯგუფს.”

გერმანიისაგან განსხვავებით, საქართველოში ქართული ენის შესწავლისათვის პროგრამა 120 საათს მოიცავს, კვირაში ექვსიდან ათ საათამდე, სამი თვის განმავლობაში.

“ჟვანიას სკოლის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის კონსულტანტის, თინათინ მჟავანაძის თქმით, კურსებზე 120 საათიანი სწავლების პროგრამა საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარეობს.

ამასთანავე აღსანიშნავია, რომ გერმანიისაგან განსხვავებით საქართველოში სახელმწიფო ენის შესწავლა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ფასიანია.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register