კნიაზ ალიევისთვის დამატებითი თანხების მოძიება გრძელდება

კნიაზ ალიევისთვის დასახმარებელმა თანხამ ასი ათას დოლარს გადააჭარბა, თუმცა სოციალური ქსელს მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, რომ დამატებითი 50 000 დოლარი კიდევაა საჭირო და გაჩნდა კითხვები თუ რამ გამოიწვია თანხის დამატება. ამის გასარკვევად კი გარდაბნის მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს ვესაუბრეთ , რომელმაც თქვა, რომ საქველმოქმედო ღოისძიებების დაწყებამდე 100 000 დოლარზე იყო მსჯელობა, თუმცა გაიკვა, რომ დამატებითი ხარჯების მოძიებას პაციენტის ტრანსპორტირებაც საჭიროებს.
„მაგალითის საფუძველზე ვიცი, რომ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც მსგავსი ოპერაციის ჩატარება დასჭირდათ დაახლოების 95 000 დან 120 000 დოლარი დასჭირდათ. პაციენტის ოჯახის წევრები მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ კლინიკებთან და მათი თქმით სრული ანაზღაურებისათვის 150 000მდე სჭირდებათ“-ამბობს სავალან მირზოევი
კითხვაზე თუ რატომ შეჩერდა არჩევანი ოპერაციის ბელორუსიაში ჩატარებისთვი დეპუტატმა ასე გვიპასუხა „თურქეთშიც აკეთებენ გულის გადანერვის ოპერაციას, მაგრამ იქ უპირატესობა ადგილობრივებს ენიჭებათ, თუ ვინმე რიგშია და მსგავსი ოპერაციაა საჭირო ჯერ მათ დაეხმარებიან, თურქეთში ოპერაცია უფრო ძვირია, ვიდრე ბელორუსიაში, ისრაელშიც ძვირი ღირს, რაც შეეხება მინსკს პრაქტიაც აჩვენებს, რომ იქ ჩატარებული ოპერაციებიის უმრავლესობა წარმატებით სრულდება. საქართველოდან 6 პაციენტის გულის გადანერგვის ოპერაცია იქ კარგი შედეგებით დასრულდა. „
დეპუტატის თქმით, ამ დროისთვის კნიაზ ალიევის მდგომარეობა საშუალოდ მძიმეა და აპარატზეა შეერთებული. აპარატის გარეშე კი მისი მდგომარეობა მძმდება.
ალიევის დასახმარებლად საქველოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხა ამჟამად 110 .310 დოლარია, თუმცა თანხის რაოდენობა სწრაფად იცვლება.
დახმარების სურვილის მქონე ადამიანებს შეუძლიათ „საქართველოს ბანკში“ იბრაჰიმოვა ელფიდას სახელზე გახსნილ ანგარიშზე ჩარიცხონ თანხა.
დავეხმაროთ კნიაზს, გადარჩენისთვის.
ანგარიშის ნომერი:
GE77BG0000000047937600 GEL/USD/EUR
GE77BG0000000049557500 AZN/RUB
საკონტაქტო 595 16 14 81 (ველი იბრაჰიმოვი, კნიაზის ბიძა)
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments