საკრებულოს რიგითი წევრი 397-ს ნაცვლად 600 ლარს აიღებს

sakrebulo

დღეს, 6 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველი მეორე საკითხი იყო, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ხარჯების ანაზღაურების შესახებ.

საკითხის მომხსენებელი იყო საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე რომან ტაბატაძე. როგორც ტაბატაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა:

“იმის გათვალისწინებით, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 18 იანვრის N13 დადგენილების საფუძველზე განისაზღვრა მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ხელფასი, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა და საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად იზრდება საკრებულოს რიგითი წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელებისათვის გაწეული ხარჯი.”

მარნეულის საკრებულოს რიგითი წევრი დღეიდან 397 ლარის ნაცვლად 600 ლარს მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ დამსწრე დეპუტატებმა საკითხი ერთხმად მიიღეს.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register