საბჭოს რომელშიც უმრავლესობა ქალები არიან ამირან გიორგაძე უხელმძღვანელებს

stereotypes

დღეს, 6 თებერვალს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართა.

სხდომაზე განსახილველი ერთ-ერთი საკითხი მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭოს შექმნას შეეხებოდა.

მარნეულის მუნიციპალიტეტში გენდერული საბჭო უკვე შეიქმნა, რის შესახებაც მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე გვესაუბრა.

„დღეიდან უკვე იფუნქციონირებს გენდერული საბჭო. საბჭოს თავმჯდომარე ვიქნები მე და წევრების უმრავლესობა ქალბატონები იქნებიან . უახლოეს დღეებში ჩვენ გვექნება შეკრება და დავსახავთ გეგმებს თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ შემდგომში საქმიანობა“

გენდერული საბჭო ძირითადად საჯარო მოხელეებით იქნება დაკომპლექტებული, მასში არასამთავრობო ორგანიზაციის მხოლოდ ერთი წარმომადგენელი იქნება. ნონა სამხარაძე გენდერულ საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებას“ წარმოადგენს, მისი თქმით ჯერ არ იცის თუ როგორ იფუნქციონირებს საბჭო, რომელსაც სარეკომენდაციო ხასიათი ექნება. ნონა სამხარაძე იმ მიმართულებების შესახებაც გვესაუბრა, რომლებზეც გენდერული საბჭოს მუშაობაა საჭირო.

„მუნიციპალურ პროგრამაში მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული ქალი, კაცი, ბიჭი, გოგო და შემდეგ ამის მონიტორინგი, ანალიზი, გაკეთდეს და ვნახოთ ვინ სარგებლობს და ვინ არ სარგებლობს, რომ ყველას თანაბრად მიუწვდებოდეს ხელი. მეორე საკითხი კი ის არის, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ აუცილებლად უნდა აიღს პასუხისმგებლობა ადრეულ ქორწინებაზე და რა როლი შეიძლება შეასრულოს მან ამ საკითხის პრევენციისთვის.

ნონა სამხარაძის თქმით მესამე მიმართულება რომელზეც გენდერულმა საბჭომ უნდა იმუშაოს, ქალთა ოთახს შეეხება, მას უნდა ჰქონდეს მეტი დატვირთვა და კონკრეტული სამუშაო გეგმა წლის განმავლობაში.

რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register