მარნეულის საკრებულოს თავისი პიარი ეყოლება

sakrebulooo

მარნეულის საკრებულოს პიარისა და საზოგადოებასთან უთიერთობის სპეციალისტი ეყოლება.  როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ნინო ბერიძე ამბობს, ამ ეტაპისთვის პოზიციაზე  შერჩევის პროცესი მიმდინარეობს.

„საკრებულოს ჰქონდა ვაკანსია პიარისა და საზოგადოებასთან უთიერთობის სპეციალისტის. დასრულდა კონკურსი, ახლა შესარჩევი პროცესი მიმდინარეობს , ხუთ დღიანი ვადა გვაქვს. როდესაც წარდგენა მოხდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეული კანდიდატების შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარე გააკეთებს არჩევანს თუ ვინ იქნება წარდგენილი კანდიდატებიდან არჩეული პიარის მიმართულებით. ჩვენი სპეციალისტი  გვეყოლება პიარისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში და საქმეს კონპეტენციის ფარგლებში გააკეთებს.“- ამბობს ნინო ბერიძე 

ბერიძის თქმით, სპეციალისტი გადწყვეტს საკრებულოსთვის ცალკე საიტი გააკეთოს თუ ფეისბუქ გვერდი შექმნას.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register