თურქეთის ელჩი საქართველოში თემურ აბაზოვს შეხვდა

turqetis elchi

დღეს, 6 თებერვალს, მარნეულის მერიას თურქეთის ელჩი საქართველოში ფატმა სერენ იაზგანი ესტუმრა, რომელიც მარნეულის მერს თემურ აბაზოვს შეხვდა, როგორც ელჩი ამბობს, მარნული მნიშვნელოვანი რეგიონია.

“საქართველოს ყველა რეგიონი არის მნიშვნელოვანი თურქეთისთვის.  სოფლის მეურნეობის დანიშნულების მიწების, ტურისტული პოტენციალისა და  სამრეწველო პოტენციალის გამო ჩამოვედი ქვემო ქართლის რეგიონში. რუსთავში შევხდი გუბერნატორს, აქ კი მერს. ეს ჩემი პირველი ვიზიტია თბილისის გარეთ. ვცდილობ ,რომ შევისწავლო საქართველოს პოტენციალი. აქ კიდევ ცხოვრობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც  თურქულ ენაზე საუბრობენ და ძალიან მოხარული ვარ, რომ  ამ ადგილს გავეცანი. საქართველო ძალიან ლამაზი ქვეყანაა და მარნეულიც არის ამ ქვეყნის ერთი ლამაზი ნაწილი.”

თემურ აბაზოვი ამბობს, რომ თურქეთის ელჩმა საქართველოში სამომავლო ინვესტიციების განვითარების თაობაზე ისაუბრა.

„შეხვედრა იყო გაცნობითი ხასიათის, ჩვენ ვისაუბრეთ მომავალ გეგმებზე,  ასევე ქალბატონი ფატმას მხრიდან იყო შემოთავაზება სამომავლოდ ინვესტიციების თაობაზე.  ეს შეხვედრა იყო პირველი, გაგრძელდება და იქნება უფრო საქმიანი და ჩვენ კონკრეტულ დასახულ მიზნებზე ვისაუბრებთ.

ელჩთან ერთად დღეს თემურ აბაზოვს თურქეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელიც შეხვდა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register