16 წლის მოსწავლის დანიშვნის ფაქტზე დირექტორმა რეაგირება მოახდინა

adreuli kortsineba

რადიო “მარნეულმა” მოიპოვა ინფორმაცია, რომ მარნეულის  ერთ-ერთ საჯარო სკოლაში (იდენტიფიცირებას  არ ვახდენთ) 16 წლის გოგო დაინიშნა, რომელიც საგაკვეთილო პროცესზე დასწერებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. სკოლის მენეჯმენტმა ეს ფაქტი რადიოს დაუდასტურა და თქვეს, რომ რეაგირება თავიანთი კონპეტენციის ფარგლებში მოახდინეს, მარნეულის  სოციალური დახმარების სააგენტოს და სახალხო დამცველის წარმომადგენელს მიმართეს.

ადგილობრივი  გენდერის სპეციალისტი, ნონა სამხარაძე სკოლის მსგავს რეაგირებას მარნეულის ისტორიაში პრეცედენტულად მიიჩნევს

„რაც შეეხება შემთხვევას იმდენად უცხოა და იშვიათი ჩემთვისაც კი ,მეც დავიბენი, როდესაც სკოლის დირექტორი აკეთებს  შეტყობინებას თუ ვის უნდა მიმართოს. საუკეთესო შესაძლებლობა ამ შემთხვევაში საოციალური სამსახური და სახალხო დამცველის წარმომადგებლობის ინფორმირებაა. ძალიან კარგია, რომ დირექტორის მხრიდან შეტყობინება გაკეთდა, მაგრამ უკვე სახელმწიფოზეა დამოკიდებული თუ რამდენად უზრუნველყოფს  მოსწავლის სკოლაში სიარულის გაკონტროლებას, რომ სკოლა დაასრულოს. ჩემი ინფორმაციით, გოგოს არ უნდა გათხოვება, აი, აქ კი საკითხს ფრთხილად უნდა მიუდგნენ, გოგონამ სკოლა აუცილებლად უნდა დაასრულოს,  ამის შემდეგ კი თავად გადაწყვეტს რა უნდა და როგორ უნდა.“- ამბობს ნონა სამხარაძე

სმხარაძის თქმით, მთავარი როლი სოციალურ სააგენტოს აკისრია , ასევე მნიშვნელოვანია ფსიქოლოგის ჩარევაც, რათა ვითარებაში გარკვევა მოხდეს და დადასტურდეს არის თუ არა გოგონა ძალადობის მსხვერპლი. მარნეულის რაიონული განყოფილების სოციალური მუშაკი თეონა სისვაძე ამბოს, რომ მათ აღნიშნული ფაქტის შესახებ შეტყობინება დღეს მიიღეს. ამბობს, რომ ზოგადად მსგავი შემთხვევების დროს სოციალური სააგენტოს მთავარი ქმედითი ნაბიჯი არასრულწლოვანთან და მის ოჯახთან საუბარია.

„პირველ რიგში ოჯახთან მივდივართ თუ აღნიშნული ფაქტი დადასტურდება, საქმეში ვრთავთ პოლიციას, ვმუშაობთ თვითონ არასრულწლოვანთან. რეფერირების პროცედურის გავლით  შესაძლებელია სკოლის ჩართვაც იმის გასარკვევად დადის თუ არა გოგონა ნიშნობიშ შემდეგ სკოლაში ზოგადი განათლების მისაღებად. რაც შეეხება ფსიქოლოგს ,ვითარებაში გარკვევის შემდგომ საჭიროებისამებრ ვრთავთ.“

აღნიშნულ ფაქტზე საქმის მოკვლევა ხვალ დაიწყება. რადიო „მარნეული“ კი  განაგრძობს  ვითარებაზე თვალ-ყურის მიდევნებას.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register