სუნელებზე რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება

სუნელები

საქართველოს მთავრობის დადგენილებით, სუნელების და სანელებლების წარმოება- გადამუშავებასა და  ბაზარზე განთავსებასთან დაკავშირებით, რისკის მართვის დროებითი ზომები ამოქმედდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ იკრძალება  ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა)  მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია, ასევე

ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა  მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა

ჩვენ დავინტერესდით თუ რა მდომარეობაა ამ მხრივ მარნეულის ბაზარში. მოვაჭეები აცხადებნ, რომ მათ არანაირი ინფორმაცია ახალი რეგულაციების შესახებ არ აქვთ.

რისკის მართვის დროებითი ზომების მოქმედების   ვადა განსაზღვრულია არაუმეტეს 2 წლით.

სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ 2017 წელს სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ჩატარებული ლაბორატორიული კვლევის შედეგებით,  სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%)  გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა. დარღვევები, უმეტეს შემთხვევაში (88%), იმ ფიზიკური პირების, ასევე კუსტარული წარმოებების პროდუქციაში დაფიქსირდა, რომლებიც არ იყვნენ რეგისტრირებულნი და, შესაბამისად, მათ მიმართ არ ხორციელდებოდა სახელმწიფო კონტროლი.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register