სოფლების დამაკავშირებელ მაგისტრალზე დამცავი ჯებირის გაუჩინარების შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ინფორმაციას არ ფლობდა.

შვიდ სოფელთან, მარნეულთან დამაკავშირებელ საავტობობილო გზის ნაპირზე (წერეთელი- მირზოევკა- ქოსალარ- დიდი მუღანლო) რკინის დამცავი ჯებირები აღარ არის.
ამ გზის მე-5 და მე- 6 კილომეტრ მონაკვეთზე მოსახლეობა ჯებირების მოპარვის ფაქტზე საუბრობს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი ამ ფაქტის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდა.
დეპარტამენტის საზოგადოებათან ურთიერთობის სამსახურის თქმით, ინფრომაცია ადგილზე მომუშავე ზედამხედველობის სამსახურს გადაეცა. იმ შემთხვევაში თუ სამსახურის წარმომადგენელი ჯებირების გაქრობის ფაქტს დაუდასტურებს, ინფრომაცია საპარტულო სამსახურს გადაეცემა და დეპარტამენტი აღდგენით სამუშაოებს ახლო მომავალში დაიწყებს.
აღნიშნული საავტომობილო გზის რეაბილიტაცია 2015 წელს მოხდა. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისი ღირებულება 3 მილიონ 750 000 ათასი ლარი იყო.
რადიო “მარნელი”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments