აფგან მუხტარლს 2 დღით ოჯახის მონახულების უფლება მისცეს

afgan muxtarli

ფოტო: ჰატიჟე ისმაილ

 

თბილისიდან გატაცებული და აზერბაიჯანში დაპატიმრებული ჟურნალისტი აფგან მუხტარლი 2 დღით დის და დის შვილების გარდაცვალებიდან ორმოცი დღის თავზე, პატიმრობიდან გაანთავისუფლეს.

მუხტარლი ზაკატალაში იმყოფება. მისი და და სის შვილები 31 დეკემბერს ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი კი ბუნებრივი აირით მოწამვლა გახდა.

აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობდა. 2017 წლის 29 მაის ჟურნალისტი თბილისიდან გაიტაცეს რამოდენიმე საათში კი ის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა.

მას რამდენიმე მუხლით წარუდგინეს ბრალი. მუხთარლის დაკავებას მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვა თბილისში. 19 ივლისს მუხთარლის ადვოკატებმა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართეს საქართველოსა და აზერბაიჯანის წინააღმდეგ. აფგან მუხთარლის ცოლი, ასევე გამომძიებელი ჟურნალისტი ლეილა მუსტაფაევა, რომელიც ბოლო წლებში თბილისში ცხოვრობდა, ქმრის გატაცების შემდეგ არსებული რისკების გამო მცირეწლოვან შვილთან ერთად საცხოვრებლად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში გაემგზავრა.

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register