სკოლაში მოსწავლეების კონფლიქტის მოსაგვარებლად პოლიცია საკმაოდ გვიან მივიდა

moswavleebis konfliqti

7 თებერვალს, მარნეულის N8 და N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებს შორის კონფლიქტი მოხდა. დირექტორმა საპატრულო პოლიციას გამოუძახა, თუმცა ისინი ადგილზე დაგვიანებით მივიდნენ.  ქეთევან მერაბიშვილს, მარნეულის N1 საჯარო სკოლს დირექტორს თავად მოუწია კონფლიქტში ჩარევა,  მანდატურის სამსახური მათ არ ჰყავთ, აჟამად თავიანთი სკოლის მშენებლობის გამო მოსწავლეები მარნეულის N8 საჯარო სკოლამ შეიფარა. მანდატური არც ამ სკოლაშია. მერაბიშვილს დიდი სურვილი აქვს, რომ  მანდატურის სამსახურის წარმომადგენელები ჰყავდეს, რომლებიც სკოლაში მსგავს ფაქტებზე რეაგირებას მყისიერად მოახდენენ.

“ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ გვყავდეს მანდატურები. მოგეხსენებათ, ჩვენ ორი სკოლა ვართ ერთად. ბუნებრივია, ბავშვებში ხდება ხოლმე რაღაც უთანხმოება. გუშინაც მქონდა ასეთი ფაქტი ,მერვე სკოლის და ჩემი პირველი სკოლის ბავშვების უთანხმოებასთან დაკავშირებით. ჩვენ მეორე ცვლაში ვართ და ბავშვები კამათობენ ხოლმე, თუნდაც კლასებზე -ჩემს კლასში არ შეხვიდე და მსგავსი გამონათქვამებით, რაც ჩხუბში გადადის. გუშინაც იმავე სიტუაცია იყო ბავშვებს კონფლიქტი ჰქონდათ. უკვე მეორედ გამოვიძახე პოლიცია, საკმაოდ გვიან მოვიდნენ. ძალიან მოხარული ვიქნები თუ მანდატურის სამსახური გვეყოლება! „-ამბობს ქეთევან მერაბიშვილი

მარნეულში  74 სკოლაა, აქედან მანდატურები მხოლოდ ექვს: სადახლოს N1, N2, მარნეულის N5, N6, N2, და N3 სკოლებში არიან, სადაც 300-ზე მეტი მოსწავლე სწავლობს.

შესაძლოა მანდატურები იმ სკოლებშიც შევიდნენ, სადაც 300 ბავშვზე ნაკლები სწავლობს. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ნათია მეზვრიშვილთან ინტერვიუს შემდეგ ავრცელებს.შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მანდატურის სამსახური იმ სკოლებშიც შევიდეს, სადაც მანდატური ახლა არ იმყოფება.მეზვრიშვილის თქმით, არ არის გამორიცხული, რომ მანდატურები საქართველოს ყველა სკოლაში შევიდნენ, თუ ამის საჭიროება დადგება.

მანდატურის სამსახურის გაძლიერებასთან დაკავშირებით მსჯელობა ,შინაგან საქმეთა სამინისტროსა და განათლების სამინისტროს შორის მაშ შემდგომ დაიწყო, რაც თბილისში ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლეების კონპლიქტი ორი უფროსკლასელის გარდაცვალებით დასრულდა.

 

  რადიო “მარნეული”

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register