ფეხით მოსიარულეები მანქანებს ტროტუარზე ადგილს უთმობენ

trator1

მარნეულის ქუჩებში პარკინგის პრობლემა დღემდე მწვავედ დგას. ფეხით მოსიარულეს ყოველდღიურად უჭირს ქუჩაში გადაადგილება, უწევს მანქანებისათვის გზის დათმობა და გვერდის ავავლა იქ სადაც მანქანა გაჩერებული არ უნდა იყოს. რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთი მონაკვეთი, სადაც რამოდენიმე ბანკია განლაგებული, ხალხმრავლობით გამოირჩევა, მანქანებს ქუჩაში გასაჩერებელი ადგილი აღარ აქვთ, რის გამოც ისინი ტროტუარებზე ჩერდებიან და ფეხით მოსიარულეებს გზას უღობავენ. ფეხით მოსიარულეების აზრით ქალაქში სიარული დრითიდღე შეუძლებელი ხდება.

„ძალიან ცუდი სიტვაციაა, გარეთ ვერ გამოხვალ, ბანკებთან კი ტროტუარებზეა მანქანები გაჩერებული“ – მარნეულის მკვიდრი

„მე ჩემი გზით უნდა ვიარო და მანქანამ თავისი გზით, ესეთი მოძრაობა არასწორია“ – მარნეულის მკვიდრი

„აქ ჩემი სახლია და მე ვაჩერებ ხოლმე, სოფლიდან მოსული მანქანები კი გზას კეტავენ. რამოდენიმეჯერ პატრულსაც გამოვუძახეთ და დააჯარიმეს მძღოლები“ – მარნეულის მკვიდრი

trator5

გარდა ტროტუარზე მანქანების გაჩერებისა, მარნეულელებს შეზღდული შესაძლებლობის პირებისათვის გამოყოფილი გაჩერებების არარსებობაც აწუხებთ.

„არის გაურკვეველი ადგილები სადაც აჩერებენ, მაგრამ შშმ პირებისათვის არაა ადგილი განკუთვნილი. ყველაზე მცირე ასეთი 5 ადგილი მაინც უნდა იყოს ქალაქში“ – მარნეულის მკვიდრი

trator4

პარკინგის ზონის მოუწესრიგებლობა ფეხით მოსიარულეების გარდა მძღოლებსაც აწუხებს. მარნეულელი ტაქსისტის თქმით, ქალაქში არაა ადგილი სადაც მანქანას კარგად გააჩერებ და კლიენტს მათი დანახვა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტის მიერ გაჩერებების მოწესრიგებით კი მათაც შეეძლებათ მუშაობა.

რადიო „მარნეული“ უკვე ორი წელია რაც ამ თემით დაინტერესდა. ჯერ კიდევ მერაბ თოფშიშვილის გამგებლობის პერიოდში, 2016 წელს, მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ პარკინგის პრობლემის მოსაგვარებლად სპეციალისტების მოწვევას აპირებდნენ.

მიუხედავად გამგეობის დანაპირებისა, წელიწადისა და 3 თვის შემდგომ ქალაქში ცვლილება არ შეინიშნებოდა. პარკინგის პრობლემა კვლავ მოუგვარებელი იყო, რასაც ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსი დავით ხარშილაძეც გვიდასტურებდა.

trator3

რადიო „მარნეულისათვის“ დღესაც არაა ცნობილი იგეგმება თუ არა რამე ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ დავუკავშირდით მერიის ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისა და სტატისტიკის განყოფილების უფროსს რომელმაც გვითხრა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ის ინფორმაციას არ ფლობს და ამ თემის გარკვევა პრესსამსახურის მეშვეობით გვირჩია.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register