„კრეატიული ახალგაზრდების აკადემიის” ორგანიზებით კნიაზისთვის საქველმოქმედო ღონისძიება გაიმართა

cya

მიუხედავად იმისა, რომ კნიაზ ალიევის დასახმარებლად ძირითადი თანხები შეგროვებულია. კვლავ გრძელდება მისთვის თანხების მოძიება.

დღეს მარნეულის კულტურის სახლში საქველმოქმედო ღონისძიება „კრეატიული ახალგაზრდების აკადემიის“ ორგანიზებით გიმართა, რომელშიც ადგილობრივ ანსამბლები და მომღერლები მონაწილეობნდენ. ორგანიზატორების თქმით , 200 მდე ბილეთი გაიყიდა.  თითო ბილეთის ღირებულება 5 ლარი იყო. „კრეატიული ახალგაზრდების აკადემიის“  ერთ-ერთი ორგანიზატორი ვაგიფ ჰუსეინოვი ამბობს:

„გულის ოპერაციისთვის სჭირდებოდა დიდი თანხა. მადლობა ყველას რო მოაგროვეს თანხა. ჩვენ გადავწყვიტეთ ამ კონცერტის ჩატარება. მადლობას ვუხდით, ცეკვის ჯგუფ „სარვანს“ და  ადგილობრივ მომღერლებს ,რომ დაგვეხმარნენ კონცერტის ჩატარებაში. ჩვენ როგორც „კრეატიული ახალგაზრდების აკადემია „შევეცადეთ ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში გასაკეთებელი გაგვეკეთებინა“- ამბობს ვაგიფ ჰუსეინოვი

კნიაზ ალიეი უკვე გაემგზავრა ბელორუსიაში, მისთვის ძირითადი თანხა კლინიკის ანგარიშზე უკვე გადარიცხულია.

დაახლოებით სამი კვირაა, რაც მის დასახმარებლად აქტიურად იბრძვიან.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register