გარდაბნის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დააკავეს

სამართალდამცველებმა გარდაბნის საკრებულის წევრი, ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების“ თავმჯდომარე გივი ძმანაშვილი დააკავა. იგი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოში თელეთის მაჟორიტარის მანდატით იყო წარდგენილი.
გარდაბნის საკრებულოს დეპუტატი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზეა დაკავებული, – ამის შესახებ პირველ არხს საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაუდასტურეს.
„გიდასტურებთ, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულია გარდაბნის საკრებულოს წევრი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით, – განაცხადეს პროკურატურაში.
marneulifm1106 Posts
You may also like
0 Comments