მარნეულში დასასვენებელი სეგმენტი ნაკლებადაა განვითარებული

ruka

უკვე 3 წელია რაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ქვეყნის მაშტაბით სამთო-საფეხმავლო მარშუტების გეგმაზე მუშაობს. მარშუტები ძირითადად აუთვისებელი ტერიტორიების სამთო-საფეხმავლო მიმართულებაში ჩართვას მოიცავს. მარშუტების 80% სატყეო ფონდზე, ხოლო ნაწილი კი მთაგორიან ტერიტორიაზე გადის.

როგორც რადიო „მარნეულს“ საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, მარშუტების ძირითადი მისია რეგიონების ერთმანეთთან დაკავშირებაა.

გასულ წელს დასრულდა შიდა და ქვემო ქართლის რეგიონების მარშუტების კვლევა და წელს მათი მონიშვნაა დაგეგმილი.

სამთო-საფეხმავლო ბილიკების მარშუტი მარნეულშიცაა შექმნილი. მისი მეშვეობით მარნეული ბოლნისისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებს უკავშირდება და ერთიან ქსელს ქმნის. როგორც ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში გვითხრეს, იმის გამო, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში დასასვენებელი სეგმენტი არაა განვითარებული, პირველ ეტაპზე უფრო მეტად ალგეთის, თეთრიწყაროსა და წალკის ტურისტულ მარშუტებზე იქნება ნიშნები დაყეებული.

სამთო-საფეხმავლო ბილიკების გეგმარება ორი წლის წინ შემუშავებული ბილიკების მონიშნის ეროვნული სტანდარტის მიხედვით ხორციელდება.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register