ოჯახში ძალადობის აღმოსაფხვრელად შსს და საია ერთობლივ დოკუმენტზე მუშაობენ
დღეს, 9 თებერვალს მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტა ასოციაციის“ წარმომადგენლები მარნეულის მუნიციპალიტეტის პოლიციის განყოფილებების უფროსებს შეხვდნენ. შეხვედრია გაცნობითი ხასიათის იყო და მის ძირითად თემას შსს-სა და საიას მიერ ერთობლივად შედგენილი დოკუმენტის განხილვა წარმოადგენდა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ რუსთავის ოფისის იურისტი, გვანცა საკანელაშივილი შსს-სა და საიას მიერ ერთობლივად შედგენილი დოკუმენტის თემატიკის შესახებ გვესაუბრა.
გვანცა საკანელაშივილის თქმით ამ ეტაპისათვის კითხვარის დახვეწა მიმდინარეობს, ისინი პოლიციის თანამშრომლებისაგან ისმენენ თუ რამდენად დაეხმარებათ დოკუმენტი მუშაობის პროცესში და იღებენ რეკომენდაციებს კითხვების ფორმულირებასთან დაკავშირებით.
აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობა რამოდენიმე თვის წინ დაიწყო და მთელი წლის განმავლობაში საიას იურისტები საქართველოს ყველა პოლიციის განყოფილების წარმომადგენლებს შეხვდებიან და დოკუმენტის საბოლოო ვერსიასას შეიმუშავებენ.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს შსს-ს მონაცემებით საქართველოს მაშტაბით ოჯახში ძალადობის 2192 შემთხვევა მოხდა, სამართლებრივი დევნა კი 1603 შემთხვევაში დაიწყო.
ქვემო ქართლის მაშტაბით ოჯახში ძალადობის დროს მკვლელობის 2 შემთხვევაა დაფიქსირებული, ჯანმრთელობის დაზიანების 5 და სხვა ძალადობის 225 ფაქტი გამოვლინდა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments