“იმამ ალის” საქველმოქმედო ფონდმა კნიაზ ალიევის დასახმარებლად გამოფენა მოაწყო
გარდაბნელი კნიაზ ალიევისთვის დასახმარებელი საქველმოქმედო აქციები გრძელდება. დღეს, 9 თებერვალს მარნეულის კულტურის სახლში „იმამ ალის“ საქველმოქმედო ფონდმა, სამხატვრო საზოგადოების წევრის, მხატვარ რიზვან ისმაილოვისა და ახალგაზრდა ბოლნისელი მხატვრის, ვუსალ რზაევის ნახატების გამოფენა მოაწყო.
გამოფენისთვის გაყიდული ბილეთები კნიაზ ალიევის ანგარიშზე გადაირიცხება. როგორც ორგანიზატორებმა თქვეს, ათასამდე ბილეთია გაყიდული. ერთი ბილეთის ღირებულება კი 10 ლარი იყო.
შეგახსენებთ, რომ რამოდენიმე კვირაა რაც მარნეულელები, და არა მხლოდ, 20 წლის კნიაზ ალიევის გულის გადანერგვის ოპერაციისთვის თანხებს აგროვებენ.
უკვე სამი დღეა რაც ალიევი ბელორუსიაში გაემგზავრა. ბოლო მონაცემებით მას 160 000 დოლარზე მეტი თანხა შეუგროვდა.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments