ორი წლის წინ გადმოცემული ტრაქტორები მერმა აამუშავა

temur abazov

9 თებერვალს, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა თემურ აბაზოვმა, ნავთობკომპანია „SOCAR“-ის მიერ გადმოცემული ტრაქტორები მიწის სეზონური სამუშაოებისთვის ბენეფიციარებს  პირადად გადასცა. აღნიშნული ტექნიკა ჯერ კიდევ ორი წლის წინ აჩუქეს მუნიციპალიტეტს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი  მერიის წინ იყო ჩამწკრივებული. როგორც მარნეულის ყოფილი გამგებელი , მერაბ თოფჩიშვილი იხსენებს , ტექნიკის გადაცემა იურიდიული საბუთების მოუგვარებლობის გამო ფერხდებოდა.

ორი წლის შემდეგ  ტექნიკის ამუშავება თემურ აბაზოვმა სცადა. თავადვე განმარტავს , რომ საკუთარი მონაწილეობითა და თავისი  გუნდის ინიციატივით შემუშავდა სოფლის მეურნეობის მხარდამჭერი პროგრამა, რომლის მიზანია მოქალაქეთა ხელშეწყობა.  პროგრამა მოსახლეობისათვის ფინანსურად  შეღავთის მომტანი იქნება.

მერიის ოფიცალურ ვებგვერდზე არაერთ ფოტოს ნახავთ, სადაც ტექნიკის გამოყენების და მიწის ნაკვეთის დამუშავების ამსახველი ფოტოებია. თემურ აბაზოვმა  სიმბოლურად ახალი ტექნიკით მიწის გარკვეული ნაწილი თავადაც დაამუშავა.

1511

პროგრამის განხორციელება, მერის დავალებით დაეკისრა  ა(ა)იპ „სუფთა მარნეულს“.

როგორც „სუფთა მარნეულის“ დირექტორი ლერი მუმლაძე ამბობს,  პროგრამა ჯერ არ დაწყებულა და დაახლოებით ერთ კვირაში გადაწყდება, რაც შეეხება სოციალურად დაუცველებისთვის ტექნიკით უფასოდ უზრუნველყოფას მუმლაძე ამბობს, რომ სოფლის რწმუნებულებს მოუწევთ  სოციალურად დაუცველების სიის შედგენა.

პროგრამა სრულად ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან, რომელიც ითვალისწინებს ტექნიკის საექსპლუატაციო თანხებს (საწვავი, საპოხი მასალები, მექანიზატორის ანაზღაურება და ა.შ ).

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register