ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჩხრეკა სავარაუდოდ ნარკოტიკის ამოღების მიზნით ჩატარდა
დღეს, 12 თებერვალს, დაახლოებით 15:40 საათზე, მარნეულში ჩოლოყაშვლის ქუჩაზე კრიმინალურმა პოლიციამ პირის და მისი ავტომობილის ჩხრეკა ჩაატარა. მათ ეჭვი ჰქონდათ რომ პირს ნარკოტიკულ ნივთიერებას აღმოუჩენდნენ.
რადიო „მარნეულის“ ჟურნალისტის, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, ინფორმაციით ამჟამაად ჩხრეკა დაკავებულის სახლში მიმდინარეობს.
ნათესავის თქმით, დაკავებული ნარკომომხმარებელია, ის ვიდეოკამერამ ნარკოტიკული საშვალების შეძენის დროს დააფიქსირა და სამართალდამცავებიც სწორედ ამიტომ მივიდნენ მის გასაჩხრეკად. ნათესავის თქმით არც ბინაში და არც ავტომობილში ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინეს.
რადიო “მარნეული” ელოდება ინფორმაციას შსს-საგან რასაც უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments