ნარკოდანაშაულისათვის მარნეულში ორი პირი დააკავეს
დღეს, 12 თებერვალს, მარნეულში ჩოლოყაშვილის ქუჩაზე ჩხრეკის შედეგად შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა ორი პირი დააკავეს.
ინფორმაციას რადიო “მარნეულს” შსს-შიც უდასტურებენ.
გამოძიება სისხლის სამრთლის კოდექსის 260-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას ითვალისწინებს.
შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 15:40 საათზე შსს-ს წარმომადგენლებმა ჩხრეკა ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ჩაატარა.
დაკავებულის ნათესავმა ჩვენთან საუბრისას თქვა, რომ სამართალდამცავებმა არც ბინაში და არც ავტომობილში ჩხრეკის შედეგად ნარკოტიკი ვერ აღმოაჩინეს.
რადიო “მარნეული”
Vladimer Chkhitunidze874 Posts
You may also like
0 Comments