მარნეულის პირველი სათემო რადიო რადიოს მსოფლიო დღეს უერთდება

radio radio

დღეს, 13 თებერვალს რადიოს მსოფლიო  დღე აღინიშნება, რომელიც 2011 წელს იუნესკომ დააფუძნა. რადიოს მსოფლიო  დღის დაწესება ესპანეთის ინიციატივით იუნესკოს 36-ე გენერალურ კონფერენციაზე დამტკიცდა. რადიოს მსოფლიო დღის აღნიშნვა 13 თებერვალს გადაწყდა, რადგან 1946 წლის ამ დღეს შეიქმნა გაეროს რადიო.

ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობა რადიოს როლს საზოგადოებაში  მნიშვნელოვნად აფასებს.

მსოფლიოში პირველად რეგულარული რადიომაუწყებლობა ამერიკის შეერთებულ შტატებში, პიტსბურგში 1921 წლის ნოემბერში დაიწყო. საქართველოში კი 1925 წლის 23 მაისს, თბილისში.

მარნეულში პირველად რადიოს როლის გაძლიერება და შექმნის ინიციატივა 2006 წლიდან დაიწყო, სადაც აქტურად იყო ჩართული მარნეულელი ახალგაზრდა აქტივისტები, თუმცა რადიო არერთი გამოწვევისა და ბარიერის წინაშე დადგა, საკუთარი ძალებით კი ყოველთვის ცდილობდა შეექმნა თავისული, აქტიური მედია სივრცე , რომელიც საზოგადოებრივ თემში აქტიურად იმუშავებდა.

სამწუხარად, პოლიტიკური ასპექტების გამო სათემო რადიოს 10 წლიის განმავლობაში მოუწია იმ სტერეოტიპებისა და მითების გაქარწყლება , რაც თემში არსებობდა. მრავალი სირთულის მიუხედავად დღეს უკვე FM96.9 სიხშირეზე ვართ,  მარნეულში ეს პირველი რადიოა.

არ არის იოლი მუდმივად ამტკიცო შენი როლი საზოგადოებაში, თუმცა ჩვენი მთავარი მიზანი ხომ თემის ინფორმირება და საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვაა. ამჟამად მაუწყებლობა ორ ენაზეა, აზერბაიჯანული და ქართული.  ყოველდღიურად რაიონში მიმდინარე სიახლეებს ვაწვდით მოსახლეობას, ვიძიებთ მნიშვნელოვან თემებს და მარნეულელებისთვის აქტუალიზაციას ვახდენთ.

რადიო მარნეული  „ღია მიკროფონის“ პრინციპითაც მიშაობს და  თემის ნებისმიერ დაინტერესებულ წევრს აძლევს საშუალებას  სივრცე მიზნმიმართულად გამოიყენოს , ეს იქნება საავტორო გადაცემების გაკეთება (სპორტზე, მუსიკაზე, ხელოვნებაზე, ლიტერატირაზე და ა.შ) თუ მარნეულში მნიშვნელოვანი საკითხების სადისკუსიო ფორმატში განხილვა.

 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register