ოლგა ენდელაძე – საკრებულოს წევრებს გენდერულ საბჭოში მუშაობისათვის გამოცდილი სპეციალისტის დახმარება სჭირდებათ

genderi

რადიო „მარნეული“-ს ეთერში გუშინ, 12 თებერვალს, გავიდა სიუჟეტი, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა ახალგაზრდობის კავშირის“ თავმჯდომარე, ლეილა მამედოვამ მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოში ნეპოტიზმის ნიშნებზე ისაუბრა.

სიუჟეტს ეთერში გასვლის შემდგომ „ფეისბუქზე“ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ნონა სამხარაძე მარნეულის გენდერული თანასწორობის საბჭოში არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოებიდან“ არის წარდგენილი. ნონა ფიქრობს, რომ ლეილა მამედოვამ ჩვენთან საუბრისას სწორედ მის ნათესაურ კავშირს გაუსვა ხაზი, რადგან ის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, მამუკა ნავერიანის ცოლის დაა.

“ძალიან არასწორად გაესვა ლეილა მამედოვას მხრიდან ნეპოტიზმს ხაზი, თუ ის საკრებულოში ნეპოტიზმს ნიშნებს ხედავს ეს არჩევნების დროს უნდა გაეპროტესტებინა, მაშინ ეს არ გააკეთა და ახლა თუ აპროტესტებს, მხოლოდ მე ვარ შესული წევრი საბჭოში და ესეიგი ჩემს ნეპოტიზმს უკავშირებს. მე საკრებულოს თავმჯდომარის ცოლის და კიარა ,პირველ რიგში ვარ მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების წარმომადგენელი საბჭოში”

ნონა სამხარაძის თქმით, მას გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ია ესებუა დაუკავშირდა და საბჭოში გაწევრიანება ოლგა ენდელაძისა და მარიამ სამხარაძის რეკომენდაციით შესთავაზა, რადგან ნონა გენდერის კვლევების მაგისტრია და მისი კანდიდატურა ახლადშექმნილ გენდერული თანასწორობის საბჭოს გამოადგებოდა.

ნონა ასევე განმარტავს, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოში მხოლოდ ერთი წარმომადგენელი არასამთავრობო ორგანიზაციიდან არასაკმარისია და თვლის, რომ აუცილებელი მინიმუმ ხუთი ორგანიზაციის წარმომადგენელია, რომლებიც ადგილობრივებთან და საკრებულოს წევრებთან ერთად იმუშავებენ გენდერის მიმართულებით.

არასამთავრობო ორგანიზაცია „მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოების“ თავმჯდომარე ოლგა ენდეაძე ამბობს, რომ, როდესაც მას ია ესბუასთან ჰქონდ პირადი კონსულტაციები გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ის თავიდანვე დათანხმდა ნონა სამხარაძის კანდიდატურას.

„ჩემთვის ეს სრულიად მისაღებია, მითუმეტეს, რომ ნონა სამხარაძე არის ჩვენი ორგანიზაციის ერთ-ერთი დამაარსებელი და გენდერული მიმართულების პროექტებში გენდერული კონსულტანტი.  იმიტომ, რომ მას აქვს შესაბამისი აკადემიური მაგისტრის ხარისხი და არის თეორიულად მომზადებული სპეციალისტი. მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ საბჭოს შემადგენლობაში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის შეყვანაა აუცილებელი ის პირველ რიგში უნდა იყოს სპეციალისტი.“

ოლგა ენდეაძის თქმით, საკრებულოს წევრაბი არ არიან მომზადებული გენდერულ საკითხებზე მუშაობისათვის, რის გამოც საჭირო იყო სპეციალისტის ჩართვა გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობაში.

„ვისაც დღეს პრეტენზია აქვს, რომ ზეგავლენა მოახდინოს გენდერის პოლიტიკაზე უნდა ჩაერთოს ამ დისკუსიებში, კონსტრუქციულად, ზედმეტი პრეტენზიების გარეშე. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე უნდა ვიმსჯელოთ თუ რა უნდა გავაკეთოთ გენდერული პრობლემებს მოგვარებისათვის.“

ოლგა ენდელაძე ასევე თვლის, რომ ჯერ ადრეა დასკვნების გაკეთებისთვის, რადგან მათ ჯერ არ იციან თუ როგორ იმუშავებს საბჭო.

აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები ანაზღაურებას არ აიღებენ და სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე იმუშავებენ.

რადიო „მარნეული“

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register