ერევანში ჩინოვნიკებმა დეპუტატ ქალს სცემეს [ვიდეო]

armenia

დღეს, 13 თებერვალს, ერევნის მერიის სხდომაზე დეპუტატ მარინა ხაჩატრიანს დეპუტატმა კაცებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

დღევანდელ სხდომაზე მერიის წევრებმა ოპოზიციური ფრაქციიდან “ერკირ ცირანი” [“გარგრის ქვეყანა”] შუშის ქილებით ბლანტი სითხე მიიტანეს – როგორც აღმოჩნდა, ეს იყო სასმელი წყალი ერევნის ადმინისტრაციული რაიონიდან, ნუბარაშენიდან.

იმ დროს, როდესაც ოპოზიციური ფრაქციის წევრი მარინა ხაჩატრიანი წყლის გადასაცემად ერევნის მერთან, ტარონ მარკარიანთან მივიდა, მისი შეჩერება უსაფრთხოების სამსახურმა და მმართველი რესპუბლიური პარტიის ფრაქციის დეპუტატებმა სცადეს, რა დროსაც წყალი მერის მაგიდასთან დაიქცა. ტარონ მარკარიანი იძულებული გახდა ფეხზე ამდგარიყო. ინციდენტის შემდეგ მმართველი პარტიის წევრები დეპუტატ ქალს თავს მუშტებით დაესხნენ. მმართველი პარტიის წევრებს შორის იყო ასევე დეპუტატი გორ ვარდანიანი, კარატეს ფედერაციის ხელმძღვანელი და მსახიობი.

ჩხუბის გამო მერიაში დღევანდელი სხდომა შეწყდა. მოგვიანებით კი, ადგილზე მისულმა პოლიციამ სხდომათა დარბაზი ჟურნალისტებს დაატოვებინა.

2018 წლის 12 თებერვალს ნუბარაშენის რაიონის მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა რაიონის საკანალიზაციო სისტემის გაუმართაობა და სასმელი წყლის ხარისხი.

 

წყარო: ნეტგაზეთი 

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register