მარნეულის მერიას 3 თვეში ძაღლების თავშესაფარის მომსახურეობისთვის 11 590 ლარი დაუჯდა

მარნეულში ძაღლების თავშესაფარის მომსახურეობისთვის 2017 წლის სექტემბერში მუნიციპალიტეტმა ტენდერი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობა მხოლოდ ერთმა ინდმეწარმე, გიორგი მაღლაფერიძემ მიიღო . ტენდერის ღირებულება 12 700 ლარი იყო ერთადერთმა მონაწილემ კი მუნიციპალიტეტს 12 065 ლარი შესთავაზა ,მასთან ხელშეკრულება გააფორმეს და თავის საქმიანობას ოქტომბრის თვეში შეუდგა. მარნეულიდან წაყვანილი ძაღლები კი ოზურგეთის თავშესაფარში მიჰყავდა, ძაღლების გარკვეული ნაწილი კი მარნეულის პერიფერიებზე გაუშვა, როგორც დღეს მაღალფერიძე ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, მან თავისი საქმიანობა უკვე დაასრულა. თუ რამდენი ძაღლი წაიყვანა მარნეულიდან ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ იმაში დარწმუნებულია, რომ ყველა ძაღლის წაყვანა ვერ შეძლო.
„ყველა ვერ წავიყვანეთ, ვერ დავიჭირეთ, დაახლოებით 7 თუ 6 ძაღლი დაგვაკლდა, მერე აღარც ჩამოვსულვართ, შესაბამისად ფული სრულად არ ამიღია“
გიორგი მაღლაფერიძის საქმიანობას საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის მონიტორინგის სამსახური ადევნებდა თვალყურს და აკვირდებოდა იმ პროცედურებს თუ რა უკეთდებოდათ ძაღლებს საჭიროოებისამებრ, მის ფირმას წარსულში უფიქსირდება დარღვევები. როგორც საქართველოს ცხოველთა დაცვის ფედერაციის ხელმძღვანელი თემურ ლაჩკეპიანი ამბობს, ცხოველთა უფლებების დარღვევის კუთხით შენიშვნა არ ყოფილა. გაფრთხილება კი რამდენიმე მიზეზის გამო მისცეს.
„ჩვენი წარმომადგენელი დაჰყვებოდა, ხდებოდა ფოტო-ვიდეო გადაღება, შესაბამისი აქტების შედგენა, შენიშვნა იყო იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ვეტერინარული პრეპარატეის საკმარისი რაოდენობა, გაფრთხილება მიეცა, რომ უფრო მეტი რაოდენობის შეეძინა და ხარისხიანი. ასევე შენიშვნა იყო საიზოლაციო ვოლიერების ნაკლებობაზე და ვინტლაციის არ არსებობაზე, მას დიდ მანძილზე გადაჰყავდა ძაღლები და ეს საჭირო იყო. მისთვის მიცემული შენიშვნები მუნიციპალიტეტსაც გადავუგზავნეთ. რაც შეეხება სტერლიზაციას ნამდვილად ანხორციელებდა. ასაკიანი ძაღლების გაშვება მარნეულის პერიფერიებზე ხდებოდა . ჯანმრთელ ძაღლებს ოპერაციები უკეთდებოდათ, მათი ვაქცინაცია და ჩიპირება ხდებოდა შემდეგ კი ისევ უკან მიჰყადათ.“
ლაჩკემიანი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტი ვალდებულია მონიტორინგი განახორციელოს და მხოლოდ ძაღლების წაყვანის რაოდენობით არ დაინტერესდეს. უწევდა თუ არა მაღლაფერიძის საქმიანობას მონიტორინგს მარნეულის მერია , ამის გასარკვევად ტრადიციულად წერილით მიმართვა გვთხოვეს.
რადიო „მარნეული“
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments