გზა ჩემპიონობამდე- მარნეულს ერთადერთი ძიუდოისტი გოგონა ჰყავს

otarashvili

პატარაობიდანვე თავისი აქტიურობით გამოირჩეოდა, მოუსვენარი ბავშვი იყო, მოსწონდა სპორტი, სადაც თავის ენერგიას დახარჯავდა და შესაძლებლობას წარმატებულად გამოიყენებდა. დღეს უკვე   16 წლის გოგოა.  მართალია, დედას მისი სპორტზე შეყვანა არ უნდოდა, თუმცა მამამ შეძლო დედის დარწმუნება, რომ მას კარგი მონაცემები ჰქონდა და სპორტში წარმატებას მიაღწევდა. უკვე ორი წელია, რაც მარნეულში ძიუდოზე მივიდა ყველა შეჯიბრში კი წარმატებით ასპარეზობს, რამდენიმე დღის წინ ის საქართველოს ჩემპიონატზე ძიუდოში მესამე საპრიზო ადგილის მფლობელი გახდა. აღსანიშნავია, რომ ის მარნეულში ერთადერთი გოგო ძიუდოისტია.  სალომე ამბობს, რომ საკმაოდ ძლიერი მეტოქეები ჰყავდა, თუმცა თავადაც კარგად იყო მომზადებული.

„მამაჩემს თავიდანვე უნდოდა, რომ შევსულიყავი სპორტზე ყოფილი სპორტსმენია და ბევრი პრიზიც აქვს მიღებული.   კლასელიც მყავს ძიუდოისტი და მეც მინდოდა ისეთი წარმატებული ვყოფილიყავი როგორიც ისაა. შეჯიბრიში რეგიონებშიც მაქვს მიღებული მონაწილეობა. მე 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში გავიმარჯვე, სადაც 6 გოგონა იღებდა მონაწილეობას და თითოეულთან მომიწია შეხვედრა. პრიზად მივიღე მედალი და ნაკრების საგზური. ამ ჩემპიონატისთვის ძალიან ბევრს ვვარჯიშობდი,  ტრენერებიც გვერდში მედგნენ, მშობლები ძალიან მგულშემატკივრობდნენ და სჯეროდათ ჩემი, რომ გავიმარჯვებდი.“

სალომე სამომავლო გეგმბზეც გვესაუბრა და თქვა, რომ გასვლითი ტურნე  გაზაფხულზე მოსკოვში აქვს,  უნივერსიტეტში ჩაბარებას მენეჯმენტის მიმართულებით აპირებს, ხოლო სპორტს, რა თქმა უნდა, განაგრძობს და  საკუთარი გუნდის ჩამოყალიბებასაც გეგმავს მარნეულში.

28109253_154002458739689_782653405_n (1)

 

0 Comments

Login

Welcome! Login in to your account

Remember me Lost your password?

Don't have account. Register

Lost Password

Register