გამყიდველი ვალენტინობის დღეს- “ყვავილების ფასებზე არავის ვაწყენინებთ, ოღონდ ისიყვარულონ”
მარნეულის სასაჩუქრე მაღაზიებში მყიდველების რიგი დგას, სკოლებიდან გოგონები სათამაშო დათვებით გამოდიან. მარნეულში დღეს მზიანი ამინდია, რომელიც ქალაქში გასეირნების საშუალებას იძლევა. მართალია, მარნეულში არ არის ადგილი, სადაც შეყვარებულები ერთად დროის გატარებას შეძლებენ, თუმცა ერთმანეთისთვის მილოცვას ახერხებენ. მაგალითად, ხელში ყვავილებით შემჩნეული მარნეულელები რადიოს მეშვეობით სიყვარულის დღეს ყველას ულოცავენ
“ყველას ვულოცავ ამ დღეს. საჩუქარი არ მიყიდია მე თვითონ ვარ საჩუქარი.”
“ჩემ საცოლისთვის ვიყიდე საჩუქარი და ყველას ვულოცავ სიყვარულის დღეს”
“მეუღლისთვის ვიყიდე საჩუქარი და ყველა ქალს ვულოცავ ამ დღეს.”
თუმცა ჟურნალისტები უხერხულ მდგომარეობაშიც აღმოვჩნდით, ყვავილებით ხელში შემჩნეულ ადამიანებს ღიმილით რომ მიუახლოვდით, აღმოჩნდა ერთ-ერთს ყვავილები, რომლებიც ახლა შეიძინა მშობლის წლისთავისთვის ჰქონდა ნაყიდი. ერთ-ერთი კი ამბობს
„არა, ვალენტინობის დღისთვის არ მიყიდია, დასაფლავებაზე მივდივარ“
დღეს გამყიდველებისთვის განსაკუთრებული დღეა, როგორც ერთ ერთი სუვენირების მაღაზიის გამყიდველი ამბობს, მყიდველებს საჩუქრების შეძენა საკმაოდ კარგ ფასებში შეუძლიათ.
„ყველაზე კარგად იყიდება რბილი სათამაშოები (კურდღელები)სხვა სუვენირებიც, თუმცა რბილი სათამაშოები ფავორიტშია. ფასები იწყება 8 -20 ლარამდე, თუმცა ვთანხმდებით ფასზეც და პრობლემა არ ექმნება არც ჩვენ და არც მყიდველს. მშვენიერი დღეა“
მარნეულის ბაზარში ყვავილების მაღაზიის გამყიდველებიც საქმეს კეთების პროცესში თაიგულების აწყობით წებოვანი ქაღალდების ხმაზე მორიდებულად გვესაუბრნენ
კვლევის თანახმად ვალნეტინობის დღეს საკუთარ თავს შეყვარებულად გრძნობს მოსახლეობის 53%. თუმცა მათ სორის არიან ასეთებიც ვინს დაჟინებით ებრძვის ამ დღის აღნიშვნას. ყველაზე დიდი პოპულარობით სიყვარულის დღეს 18-24 წლამდე ასაკის ახალგაზრდებშია.
Vladimer Chkhitunidze874 Posts
0 Comments